დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 12 ივლისი

თარიღი: ივლისი 13, 2019

“იუვენტუსმა” პოგბასთვის ბრძოლა შეწყვიტა

Mail Online-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას, დაბრუნებისთვის წამოწყებული ბრძოლა შეწყვიტეს.

რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ “ოლდ ტრაფორდის” დატოვების მოსურნე პოლს ერთადერთ რეალურ ვარიანტად კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელება რჩება.

ლაუტარუს აგენტი “ბარსელონას” ინტერესს ადასტურებს

კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშებაში არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მხრიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება საფეხბურთო სამყაროზე ლაუტარუ მარტინესმა დატოვა და ის უკვე მოექცა ევროპულ გრანდთა ინტერესთა სფეროში.

პრესაში გავრცელდა “ინტერის” თავდამსხმელის ინტერვიუ, სადაც ეს უკანასკნელი ადასტურებს “ბარსელონას” მხრიდან ლაუტარუს მიმართ ინტერესის არსებობას და ამავდროულად აღიარებს, რომ კატალონიელებს ჯერ მილანური კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

ოფიციალურად: გრიზმანი “ბარსელონას” ფეხბურთელია

კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბმა ანტუან გრიზმანთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ტრანსფერი “ლურჯ-ბროწეულისფრებს” 120 მილიონი ევრო დაუჯდება.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მილინკოვიჩ-სავიჩზე ფიქრობს

რამდენადაც, დღითიდღე იზრდება პოლ პოგბას “ოლდ ტრაფორდიდან” გადაბარგების შანსები, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე დაიწყეს მის პოტენციურ შემცვლელზე ფიქრი.

ჯანლუკა დი მარციო ირწმუნება, რომ “წითელი ეშმაკუნები” მზად არიან 80 მილიონი ევრო გადაიხადონ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერში, რომელიც ამ დროისთვის რომის “ლაციოს” ღირსებას იცავს.

შკრტელი “რეინჯერსთან” მოლაპარაკებებს ადასტურებს

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა, მარტინ შკრტელმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “რეინჯერსთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

34 წლის მცველს “ფენერბახჩესთან” არსებული კონტრაქტი ზაფხულში ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა, რომ სტივენ ჯერარდის გუნდს შეუერთდეს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება კეილორ ნავასი ამჟამად (ფოტო)

12 ივლისს, “პარი სენ-ჟერმენმა” “ლე ავრთან” ამხანაგური მატჩი გამართა და 9:0 გაიმარჯვა. პარიზელთა მეკარე, კეილორ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ უეფას გადაწყვეტილება შეაფასა – შერცხვენა, კატასტროფა, ცირკი

უეფამ “მანჩსტერ სიტის” ევროტურნირებიდან ორი წლით მოხსნის გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა ფულადი ჯარიმა 8 მილიონი ევროს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” ფანებს: “არ აღვნიშნოთ ჩემპიონობა მასობრივი თავშეყრით”

მადრიდის “რეალმა” საკუთარ ფანებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ “სამეფო კლუბის” გაჩემპიონების შემთხვევაში, პლაზა დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერში 80 მილიონს გადაიხდის

ვიქტორ ოსიმჰენი ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერშიც “ნაპოლი” უახლოეს 48 საათში ფრანგულ “ლილს” 81 მილიონ ევროს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ “იუვენტუსის” დატოვებას არ გეგმავს, მას ორი მთავარი მიზანი აქვს

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, კლუბის დატოვებას არ გეგმავს. ამ ინფორმაციას იტალიური ტაბლოიდი Tuttos...
წაკითხვა
ფეხბურთი

სოსო ფრუიძე: “მივხვდი, თუ რატომ ვერ აღწევს “ლოკომოტივი” წარმატებას”

“ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “ლოკომოტივიდან” წამოსვლაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა “ფაქტორი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეინალდომ ბათუმის “დინამოში” პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ბრაზილიელმა რეინალდომ ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა. რეინალდომ “ბახმაროს” წი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო “სიტისთვის” ევროთასებზე დისკვალიფიკაციის მოხსნაზე: “სამარცხვინო

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ “მანჩესტერ სიტის” ევროთასებზე დაწესებული ორწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა, ხოლო საჯარიმო თანხა 30 მილიონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო, ვიდეო)

კატალონიის “ბარსელონამ” 2020-2021 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა. View this post on Instagram 🎁 Barça's […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰანდანოვიჩის კურიოზული შეცდომა “ტორინოსთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Inter 0-1 Torino (Belotti) scores after being gifted a goal by Handanovic pic.twitter.com/mYgQomFCxt […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანემ “ბაიერნში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტიდან” მიუნხენის “ბაიერნში” გადაბარგებულმა ლეროი სანემ გერმანული გუნდის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩაატარა. შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ავტომობილით მივიდა ედენ აზარი “რეალის” ვარჯიშზე (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ახალი ავტომობილი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა შემტევმა ლამბორგინიში 550 000 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრებში სურს მუშაობის გაგრძელება

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ძალების გერმანიის ნაკრებში გამოცდა გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლ...
წაკითხვა