დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 იანვარი
ვალვერდემ ნეიმართან საუბარი უარყო
კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ნეიმარის შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება, უარყო.
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ვალვერდემ ნეიმარს დაურეკა და ტრანსფერთან დაკავშირებით ესაუბრა.
“ბაიერნს” მორატას იჯარით დამატება სურს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” თავდამსხმელის, ალვარო მორატას იჯარით დამატების სურვილი მიუნხენის “ბაიერნმაც” გამოთქვა.
მორატას ბოლო დროს ლონდონურ კლუბში საქმეები კარგად არ მისდის. შესაძლოა, ის სხვა კლუბში იანვარშივე ვიხილოთ.
“მანჩესტერ იუნაიტედი” სიმეონეს კანდიდატურას განიხილავს
“მანჩესტერ იუნაიტედი” მაურისიო პოჩეტინოს ალტერნატივად დიეგო სიმეონეს განიხილავს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ “ტოტენჰემმა” პოჩეტინო დათმოს. რაც შეეხება სიმეონეს, მას “ატლეტიკოსთან” ხელშეკრულება 18 თვეში ეწურება.
“პარი სენ-ჟერმენს” კოუტინიო და ისკო სურს
Don Balon-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” ზაფხულში ფილიპე კოუტინიოსა და ისკოს შეძენას შეეცდება.
ოირვე ფეხბურთელს თავიანთ კლუბებში საქმე კარგად არ მიდსით. ცხადია, პარიზულ კლუბს დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
გატუზო იგუაინზე: “როცა ფეხბურთელი არჩევანს აკეთებს, შემდეგ მისი გადარწმუნება რთულია”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ გონსალო იგუაინი “ჩელსიში” შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს სათქმელს პირდაპირ ვეუბნებით. როცა ფეხბურთელი არჩევანს აკეთებს, შემდეგ მისი გადარწმუნება რთულია. შეიძლება, ეს მხოლოდ ერთხელ ცადო. ამ მომენტისათვის იგუაინი “მილანის” ფეხბურთელია. არ ვიცი, რა მოხდება. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას სახლში დავპატიჟებდი, ოთახში ჩავკეტავდი და საკვებს ყოველ 2-3 საათში მივუტანდი. სამწუხაროდ, ეს არ შემიძლია”, – ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.