დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 ივლისი
ესპანურ კლუბებს კურტ ზუმა სურთ
ესპანურ კლუბებს – “სევილიასა” და “ვალენსიას” “ჩელსის” მცველის, კურტ ზუმას იჯარით გადაბირება სურთ. ESPN-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელით “ვესტ ბრომვიჩი” და “სტოკ სიტიც” ინტერესდებიან.
“მილანი” ობამეიანგს მიუბრუნდა
“მილანი” დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენას ისევ შეეცდება. დორტმუნდელებმა “როსონერის” პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა. “შავ-წითლები” განობელ თავდამსხმელს ხელფასის სახით, წელიწადში 7.5 მილიონ ევროს სთავაზობენ.
“მილანს” ბონუჩი სურს
იტალიური პრესის ცნობით, “მილანის” ხელმძღვანელები ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის აგენტს ესაუბრნენ. “როსონერის” ფეხბურთელის გადაბირება სურს, თუმცა ტრანსფერი მაინც ნაკლებად სავარაუდოა. ცნობილია, რომ თუ ბონუჩი “იუვენტუსს” დატოვებს, მას კარიერის ინგლისში გაგრძელების სურვილი აქვს.
ასპილიკუეტა “ბარსელონაში”?
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არ არის გამორიცხული, “ჩელსის” მცველი, სეზარ ასპილიკუეტა კატალონიის “ბარსელონაში” ვიხილოთ.
“ბარსელონას” ექტორ ბელერინის გადაბირება სურს, თუმცა თუ ეს ტრანსფერი არ შედგა, მაშინ კლუბი ასპილიკუეტაზე იმუშავებს.
იანუზაი “რეალ სოსიედადში” ითამაშებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ნახევარმცველი, ადნან იანუზაი ამიერიდან ესპანური “რეალ სოსიედადის” ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ესპანური კლუბისოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც გასული ორი სეზონის მანძილზე “სანდერლენდსა” და “ბორუსიაში” იყო განათხოვრებული, “ანოეტას” ბინადრებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ესპანური წყაროების ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “რეალ სოსიედადმა” 11 მილიონი ევრო გადაიხადა. “იუანიტედს” კი პირველი სამი წლის მანძილზე მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.