დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 ივნისი
“პარი სენ-ჟერმენი” ბეილში სარეკორდო თანხას გადაიხდის?
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, გარეტ ბეილში სარეკორდო თანხა გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ბეილის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც იჩენს.
მილანური კლუბები პასტორესთვის იბრძოლებენ
ფრანგულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, ხავიერ პასტორეს შეძენა “მილანსა” და “ინტერს” სურთ.
L’Équipe ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი სერია A-ში დაბრუნებაზე თანახმაა.
“ჩელსი” ინსინიეს შეძენას შეეცდება
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის “ჩელსი” ლორენცო ინსინიეს შეძენას შეეცდება.
“სანის” ცნობით, “ნაპოლი” ფეხბურთელში 45 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვს.
დონარუმა: “ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ “მილანში” დარჩენა მინდა”
“მილანის” 18 წლის მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, რომლის გადაბირებითაც ევროპული ფეხბურთის 11 გრანდი ინტერესდებოდა (მისივე აგენტის ცნობით), აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება “მილანში” სურს.
“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ “მილანში” დარჩენა მინდა. ძალიან მშვიდად ვარ და გუნდის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობ. ჩემმა აგენტმა და ყველა საჭირო მხარემ იცის ჩემი სურვილების შესახებ. “მილანის” ფერებთან ძალიან ახლო კავშირი მაქვს. პირიქით, მინდა ქალაქში სახლი ვიყიდო, რომელიც ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს დაიტევს,” – აცხადებს იტალიელი მეკარე.
გრიზამანი “ატლეტიკოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა
ესპანური პრესა იტყობინება, რომ ფრანგი შემტევი დათანხმდა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მადრიდელებმა ანტუანს სასურველპირობებიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც გრიზმანი ესპანეთის დედაქალაქის გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოეწერება კონტრაქტს ხელი, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება.