დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 ივნისი

თარიღი: ივნისი 13, 2017

“პარი სენ-ჟერმენი” ბეილში სარეკორდო თანხას გადაიხდის?

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, გარეტ ბეილში სარეკორდო თანხა გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ ბეილის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედიც იჩენს.

მილანური კლუბები პასტორესთვის იბრძოლებენ

ფრანგულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, ხავიერ პასტორეს შეძენა “მილანსა” და “ინტერს” სურთ.

L’Équipe ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი სერია A-ში დაბრუნებაზე თანახმაა.

“ჩელსი” ინსინიეს შეძენას შეეცდება

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის “ჩელსი” ლორენცო ინსინიეს შეძენას შეეცდება.

“სანის” ცნობით, “ნაპოლი” ფეხბურთელში 45 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოითხოვს.

დონარუმა: “ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ “მილანში” დარჩენა მინდა”

“მილანის” 18 წლის მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, რომლის გადაბირებითაც ევროპული ფეხბურთის 11 გრანდი ინტერესდებოდა (მისივე აგენტის ცნობით), აცხადებს, რომ კარიერის გაგრძელება “მილანში” სურს.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ “მილანში” დარჩენა მინდა. ძალიან მშვიდად ვარ და გუნდის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობ. ჩემმა აგენტმა და ყველა საჭირო მხარემ იცის ჩემი სურვილების შესახებ. “მილანის” ფერებთან ძალიან ახლო კავშირი მაქვს. პირიქით, მინდა ქალაქში სახლი ვიყიდო, რომელიც ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს დაიტევს,” – აცხადებს იტალიელი მეკარე.

გრიზამანი “ატლეტიკოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა

ესპანური პრესა იტყობინება, რომ ფრანგი შემტევი დათანხმდა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მადრიდელებმა ანტუანს სასურველპირობებიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც გრიზმანი ესპანეთის დედაქალაქის გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოეწერება კონტრაქტს ხელი, თუმცა ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მბაპე: “ამის არავის სჯეროდა”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალსი “ატალანტასთან” გამარჯვების შემდეგ (2:1) სოციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “წარმოუდგენელიც კი იყო, რომ ნახევარფინალში ვერ გავსულიყავით”

“პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა, ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატალანტასთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “პარი სენ-ჟერმენი” “ატალანტას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-მა “ატალანტა” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში

“ეშტადიუ დუ ბენფიკაზე” ბერგამოს “ატალანტასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის შე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლიხშტაინერმა კარიერა დაასრულა

ტურინის “იუვენტუსის”, ლონდონის “არსენალისა” და შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მცველმა, შტეფან ლიხშტაინერმა, ფეხბურთელი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედეგორი “რაელს” დროზე ადრე დაუბრუნდა

“რეალ სოსიედადის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალმა” მარტინ ედეგორის ორწლიანი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკში” კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

ბილბაოს “ატლეტიკში” კორონავირუსული ინფექციის ექვსი შემთხვევა დადასტურდა. “ატლეტიკის” მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე რონი: “თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, 1000 ადამიანს პიცას შევუძენ”

ბერგამოს “ატალანტას” ნახევარმცველმა, მარტენ დე რონმა განაცხადა, რომ თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადამა ტრაორეს დრიბლინგი “სევილიასთან” მატჩში (ვიდეო)

11 აგვისტოს, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში “ვულვზი” “სევილიას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ბარსელონას” პრესსამსახური იუწყება, რომ გუნდის ცხრიდან ერთ ფეხბურთელს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნულ მოთამაშეს დღეს ძირითად...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე რეიდი მოსკოვის “ლოკომოტივთან” მატჩში (ვიდეო)

11 აგვისტოს, რუსეთის პრემიერ ლიგის პირველ ტურში ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “ლოკომოტივი” მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შინაპატიმრობაში მყოფი რონალდინიო წვეულებებს აწყობს

პარაგვაის ერთ-ერთ სატუმროში, შინაპატიმრობაში მყოფი რონალდინიო წვეულებებს აწყობს, სადაც მოდელებს პატიჟებს. როგორც იცით, ლეგენდარული ბრაზილიელი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არც ერთი ჩვენგანი არ დაგივიწყებს არასდროს!” – დავითაშვილმა და კვარაცხელ

ყაზანის “რუბინის” ქართველმა ფეხბურთელებმა – ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი სპეციალური ...
წაკითხვა