დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 იანვარი
“ჩელსიმ”, შესაძლოა, აკე დაიბრუნოს
“დეილი მეილის” ცნობით, შესაძლოა, ამ ზამთარში ნათან აკე “ჩელსიში” დაბრუნდეს.
როგორც იცით, ჰოლანდიელი მცველი ახლა “ბორნმუთის” ღირსებას იცავს, თუმცა 2011 წლიდან 2017 წლამდე ის “ჩელსის” რიგებში ირიცხებოდა.
“რეალს” ტიმო ვერნერი სურს
მადრიდის “რეალს” “ლაიფციგის” თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შეძენა სურს. ეს ინფორმაცია გერმანულ პრესაში გავრცელდა.
როგორც ცნობილი ხდება, “რეალი” მზადაა 23 წლის თავდამსხმელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
“ლივერპულმა” შაქირის იჯარით გაშვებაზე უარი თქვა
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “რომამ” “ლივერპულს” ჩერდან შაქირის თაობაზე მიმართა. რომაელებს შვეიცარიელი ნახევარმცველის იჯარით დამატება სურდათ, თუმცა მერსესაიდელებმა ამ წინადადებაზე უარი თქვეს.
როგორც იცით, “რომას” შემტევი ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო დაიმტვრა და მას რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს. რომაელები მის შემცვლელად სწორედ შაქირის მოიაზრებდნენ.
მედისონი “მანჩესტერ იუნაიტედში”?
“მანჩესტერ იუნაიტედი” “ლესტერის” ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის შეძენაზე ფიქრობს. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბი მზადაა 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.