დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 იანვარი
“მილანი” მანჯუკიჩის წარმომადგენლებს ხვდება
იტალიური გამოცემები ადასტურებენ ინფორმაციას “მილანსა” და მარიო მანჯუკიჩის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. Football Italia-ს ცნობით, საქმე უფასო ტრანსფერს ეხება.
როგორც იცით, მანჯუკიჩი იტალიის ჩემპიონატისთვის ნაცნობი ფიგურაა. ის “იუვენტუსში” 2015-2020 წლებში თამაშობდა. ბოლოს ხორვატი თავდამსხმელი ყატარულ კლუბში ასპარეზობდა, თუმცა კონტრაქტი გასული წლის ივლისის თვეში გაწყვიტა.
ნეიმარი “პარიზელებთან” ახალ კონტრაქტს ათანხმებს
Sky Sports-ის მიერ დადასტურებული ცნობების თანახმად, ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარი ყველაფერს აკეთებდა “ბარსელონაში” დასაბრუნებლად, თუმცა აზრი შეიცვალა და მზადაა, საფრანგეთის ჩემპიონთან უფრო გრძელვადიანი კონტრაქტიც გააფორმოს.
იოვიჩი “აინტრახტში” დაბრუნდა
მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდიადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლუკა იოვიჩი “აინტრახტში” ითამაშებს არენდის წესით.
სერბი თავდამსხმელი “რეალს” ფრანკფურტული კლუბიდან 2019 წელს შეუერთდა 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
Leihe bis zum Saisonende: Luka Jovic kehrt nach Frankfurt zurück! 🤙 Alle Details zu dem Deal ⤵️#JovicIsBack #SGE
— Eintracht Frankfurt (@Eintracht) January 14, 2021
“არსენალი” ნზონზის ტრანსფერზე მუშაობს
“მეთოფეებმა” ნახევარდაცვის ხაზის გასაძლიერებლად “რომას” ნახევარმცველის, სტივენ ნზონზის, გადაბირება დაგეგმეს. ინფორმაციას FootMercato ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, ნზონზის ტრანსფერი თავად მიკელ არტეტას სურვილი გახლავთ. სტივენს “ბლექბარნსა” და “სტოკ სიტიში” თამაშის გამოცდილება აქვს.
რეინიერს “ბორუსიას” დატოვება სურს
მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ვარსკვლავს, რეინიერ ჟეზუზს დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვება სურს. როგორც იცით, ბრაიზლიელი ტალანტი ზაფხულში მიანათხოვრეს გერმანულ გრანდს.
არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო რეინიერი დორტმუნდის დატოვებას გეგმავს. მისი გადაბირებით კი “რეალ ვალიადოლიდია” დაინტერესებული.