დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 ივლისი
“იუვენტუსმა” “აიაქსთან” შეთანხმებას მიაღწია
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსმა” “აიაქსთან” დე ლიხტის ტრანსფერის თანხასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. ტურინელები ამსტერდამელებს 70 მილიონ ევროს გადაუხდიან. უახლოეს დღეებში 19 წლის მცველი “იუვენტუსთან” კონტრაქტს გააფორმებს.
ოტამენდის უარი “არსენალს”
“არსენალმა” “მანჩესტერ სიტის” მცველს, ნიკოლას ოტამენდის მათ რიგებში გადასვლა შესთავაზა. არგენტინელმა ფეხბურთელებმა ლონდონური კლუბი უარით გაისტუმრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოტამენდის “ვალენსიაში” დაბრუნება სურს.
“ტოტენჰემი” ზანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მალე “ტოტენჰემისა” და “რომას” წარმომადგენლები ერთმანეთს ნიკოლო ზანიოლოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეხვდებიან.
სავარაუდოდ, ლონდონური კლუბი “რომას” 20 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს შესთავაზებს.
ხამესი “ატლეტიკოში” გადასვლაზე ფიქრობს
“ნაპოლისა” და მადრიდის “რეალს” შორის ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ გადასახდელი თანხის ნაწილში მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა, რაც კოლუმბიელ ნახევარმცველს არ მოსწონს.
“მარკას” ცნობით, ახლა ხამესი მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლის ვარიანტს განიხილავს. ცნობილია, რომ “რეალი” ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონ ევროს ითხოვს.
“ინტერი” ლუკაკუს ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებს
“ინტერის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, რომ კლუბში ლუკაკუს შესაძლო ტრანსფერს ოპტიმისტურად უყურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, “ინტერი” ლუკაკუს სანაცვლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” 70 მილიონ ევროს გადაუხდის.