დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 14 ივნისი
“რომას” სუსო სურს
ესპანური გამოცემ AS იტყობინება, რომ “რომას” “მილანის” ფეხბურთელის, სუსოს შეძენა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, რომაელები “როსონერისათვის” 30 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებენ.
ლევან მჭედლიძე “ტრაბზონსპორში”?
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელით, ლევან მჭედლიძით თურქული კლუბი, “ტრაბზონსპორი” დაინტერესდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს “ემპოლის” ფეხბურთელი კარიერას.
შეგახსენებთ, რომ მჭედლიძის შეძენის სურვილი “ბოლონიამაც” გამოთქვა.
მაჰრეზისთვის “იუვენტუსიც” იბრძოლებს
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლესტერის” შემტევის, რიად მაჰრეზისათვის ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსიც” ჩაერთო.
შეგახსენეთ, რომ ალჟირელი ფეხბურთელის შეძენა ლონდონის “არსენალს” სურს, ასევე, მისით “ბარსელონაც” ინტერესდება.
“მარსელი” კარლოს ბაკას ტრანსფერზე მუშაობს
France Football-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მილანის” კოლუმბიელი თავდამსხმელი, კარლოს ბაკა ძალიან ახლოსაა “მარსელში” გადასვლასთან.
იტალიაში ჩატარებული არასახარბიელო სეზონისა და “როსონერის” რიგებში “პორტოს” შემტევის, ანდრე სილვას გადასვლის შემდეგ, კარლოს ბაკას “სან სიროზე” დარჩენის შანსები თითქმის მინიმუმამდე დაეცა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” სოკრატის პაპასტატოპულოსის ტრანსფერით ინტერესდება
ჟოზე მოურინიოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში დორტმუნდის “ბორუსიას” მცველი, სოკრატის პაპასტატოპულოსი მოექცა. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანულ კლუბს ინგლისური გრანდისაგან კონკრეტული წინადადება ჯერ არ მიუღია.
რაც შეეხება ბერძენი ფეხბურთელის ფასს, რომლის გადაბირებითაც “არსენალისა” და “ჩელსის” უფროსებიც არიან დაინტერესებულნი, ის დაახლოებით 28 მილიონ ევროს შეადგენს.