დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 იანვარი)
შაკირას უნდა, რომ პიკემ “ბარსა” დატოვოს
ჟერარდ პიკე შაკირასაგან ზეწოლას განიცდის, რამდენადაც ამ უკანასკნელს ბარსელონას დატოვება აქვს განზრახული. ესპანური პრესის ცნობით, შაკირას ესპანელი გულშემატკივრების მომაბეზრებელი ქცევები მობეზრდა და ქმარს ლონდონში გადასვლას სთხოვს. (Don Balon)
“მარსელი” პაიეს ტრანსფერს ათანხმებს
როგორც იცით, ახლახან დადასტურდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი პაიე “ვესტ ჰემის” დატოვებას აპირებს. დღეს კი უკვე ცნობილი ხდება, რომ ფრანგ შემტევთან მოლაპარაკებებს “მარსელის” წარმომადგენლები აწარმოებენ, თანაც საკმაოდ წარმატებულად. (Sky Sports)
ოფიციალურად: სიმონე ძაძა ლა ლიგაში ითამაშებს
ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა სიმონე ძაძას ტრანსფერი განახორციელეს, რომელიც ამ დროისთვის ტურინის “იუვენტუსის” კუთვნილებად ითვლება. იტალიელი ფორვარდი “ღამურების” რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. სეზონის ბოლოს, სურვილის შემთხვევაში, ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
????@SimoneZaza, new player of @valenciacf #WelcomeZaza ???? https://t.co/xVgtaq1yZC pic.twitter.com/oCM8OqwiWl
— Valencia CF English (@valenciacf_en) January 15, 2017
მოურინიოს მატიჩის გადაბირება უნდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ნემანია მატიჩთან მუშაობის პროცესი მოენატრა. მართალია, ნაკლებად რეალურია შანსები იმისა, რომ “ჩელსიმ” მატიჩი ზამთარში გაუშვას, თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ნემანია მის გუნდს ზაფხულში შეუერთდება.
აბრამოვიჩი კოშტას გაყიდვის წინააღმდეგია
როგორც ინგლისური გავლენიანი გამოცემა, Daily Mail იუწყება, ლონდონის “ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი გუნდიდან დიეგო კოშტას გაშვებას არ აპირებს, რომელსაც “არისტოკრატთა” დამრიგებელთან, ანტონიო კონტესთან პრობლემები აქვს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელის გადაბირებით ჩინური კლუბები არიან დაინტერესებულნი.
“სევილიას” რეშფორდის არენდით აყვანა სურს
The Sun-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი შემტევი, მარკუს რეშფორდი “სევილიას” ინტერესთა სფეროში მოექცა. როგორც ცნობილი ხდება, “დალაქები” მის არენდით აყვანას აპირებენ.