დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 იანვარი
“ატლეტიკოს” წარმომადგენლები პარიზში ჩავიდნენ
მადრიდის “ატლეტიკოს” წარმომადგენლები პარიზში ჩავიდნენ, რათა ედინსონ კავანის ტრანსფერი განახორციელონ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, “ატლეტიკოში” გადასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს, ამიტომაც დიდი შანსია, მოლაპარაკებები ძალიან მალე დასრულდეს.
ჟირუ “ინტერის” ფეხბურთელი რამდენიმე დღეში გახდება
Sky Sport Italia-ს ცნობით, ოლივიე ჟირუ მილანის “ინტერში” სამედიცინო შემოწმებას მოახლოებულ უქმეებზე გაივლის.
ფრანგი თავდამსხმელი ხელფასის სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს, კლუბთან კი 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
როდრიგესი პსვ-ს უახლოდება
დიდი ალბათობით, “მილანის” მარცხენა მცველი, რიკარდო როდრიგესი “პსვ ეინდჰოვენში” ითამასებს. Calcio Mercato-ს ინფორმაციით, “როსონერი” 27 წლის ფეხბურთელს 6 მილიონ ევროდ დათმობს.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელმა მარცხენა მცველმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.
არტეტას მედისონის დამატება სურს
“არსენალის” მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას “ლესტერის” ფლეიმეიქერის, ჯეიმს მედისონის შეძენა სურს.
23 წლის ფეხბურთელს საკუთარ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2023 წელს უსრულდება. მისი შეძენის სურვილი პრემიერ ლიგის სხვა კლუბებსაც აქვთ.
ზაფხულში “რეალის” პრიორიტეტი ტიმო ვერნერის ტრანსფერი იქნება
Sky Sports-ის გერმანულ შტაბ-ბინაში ადასტურებენ ინფორმაციას მადრიდის “რეალის” მიერ ტიმო ვერნერისადმი ინტერესის არსებობის შესახებ.
წყაროს ცნობით, “რეალის” ხელმძღვანელობამ 23 წლის გერმანელი ვარსკვლავის ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარ პრიორიტეტად დაისახა.
ფლორენტინო პერესი უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში ლუკა იოვიჩისა და მარიანო დიასის თამაშით და ამიტომაც მზადაა, რომ ზაფხულში გუნდის შემტევი პოტენციალი ვერნერის ტრანსფერით გააძლიეროს.
Sky Sport Germany-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ვერნერის კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 30-60 მილიონ ევროა მითითებული.