დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 ივლისი)
“ლივერპულს” კიდევ ერთი ცენტრალური მცველი სჭირდება
კოლო ტურე – გაუშვეს. მარტინ შკრტელი – გაყიდეს. მამადუ სახო – ტრავმირებულია. ჯო გომესი – ტრავმირებულია. სტივენ კოკერი – “ქპრ-ში” დაბრუნდა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, Daily Mirror ირწმუნება, რომ იურგენ კლოპი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს დაიმატებს.
ალარდაისი თუ კლინსმანი?
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისის მოსვლის ვარიანტი ყველაზე რეალურია, თუმცა არ ინგლისში არ გამორიცხავენ იურგენ კლინსმანსაც. Indepedent იუწყება, რომ აშშ-ს მთავარი მწვრთნელი ამ პოსტის დასაკავებლად მზადყოფნას გამოთქვამს.
უფორვარდოდ დარჩენილი “სუონსი” გამოსავალს ეძებს
ევრო 2016-ის გმირი ედერი “ლილს” შეუერთდა. ალბერტო პალოში – “ატალანტას”. ბაფეტამბი გომისი კი “მარსელში” აპირებს გადაბარგებას.
გიოტცე და შაქირი “დორტმუნდში”?
Daily Mirror გვამცნობს, რომ დორტმუნდის “ბორუსიამ” მხითარიანის, ჰუმელსისა და გიუნდოგანის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულის პროდიქტიულად გამოყენებას აპირებს. ტომას ტუხელი გუნდში მარიო გიოტცესა და ჟერდან შაქირის მოყვანას აპირებს.
დიეგო კოშტა “ატლეტიკოში”?
დიეგო კოშტამ ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ “ატლეტიკო მადრიდში” აპირებს დაბრუნებას. As-ის ცნობით, მადრიდელებისთვის ესპანელი ფორვარდის გადაბირება ყველაზე პრიორიტეტულია.
“ტოტენჰემს” ვეინალდუმი სურს
მართალია, ლონდონელებმა უკვე გადაიბირეს ვინსენტ იანსენი და ვიქტორ ვანიამა, თუმცა ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ – “მამლებს” ჯორჯინიო ვეინალდუმის გადაბირება სურთ, რომელიც 25 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.