დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 ივნისი
მორატა “იუნაიტედთან” ძალიან ახლოსაა
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია იმისა, რომ მორატა კვირის ბოლოს უკვე “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი იყოს.
Cadena Ser-ის ინფორმაციით, კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.
რაიოლა დღეს “მილანის” ხელმძღვანელებს შეხვდება
ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა დღეს “მილანის” ხელმძღვანელებს შეხვდება. ახალგაზრდა მეკარე “როსონერისთან” კონტრაქტს ახანგძლივებს, თუმცა მხარეები გამოსასყიდ თანხაზე უნდა შეთანხმდნენ.
ლონდონელები კოვაჩიჩისათვის იბრძოლებენ
Diario Gol-ის ცნობით, ლონდონური კლუბები – “არსენალი” და “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის შესაძენად იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “რომა”, “მილანი” და “ინტერიც” იჩენენ.
“სევილია” ჰატემ ბენ არფას ტრანსფერზე მუშაობს
ესპანური “დალაქების” ხელმძღვანელებმა “პარი სენ-ჟერმენის” შემტევის, ჰატემ ბენ არფას მიმართ, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს პარიზის დატოვება, ინტერესი განაახლეს.
როგორც იცით, “სევილიას” ყოფილი სპორტული დირექტორი, მონჩი გასულ ზაფხულსაც ცდილობდა ბენ არფას გადაბირებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა “სანჩეს პისხუანს” პარიზი არჩია.
Marca-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, “პსჟ” მზადაა ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გაუშვას, თუ “სევილია” მის გასული წლის ხელფასსაც გაისუტმრებს.
მბაპე: “რეალი” ჩემს გადაბირებას მაშინაც ცდილობდა, როცა 14 წლის ვიყავი”
მადრიდის “რეალს” “მონაკოს” ფორვარდის, კილიან მბაპეს შეძენა სურს და მასში დიდ თანხასაც იხდის. ის ფაქტი, რომ ზინედინ ზიდანი საკმაო ხანია, აკვირდება ფრანგს, არავისთვისაა ახალი. როგორც მბაპემ განაცხადა, თავად კლუბი მის შეძენას რამდენიმე წელია ცდილობს.
“რეალი”? ისინი ჩემს გადაბირებას პირველად მაშინ შეეცადნენ, როცა 14 წლის გავხდი და იქიდან მოყოლებული ინტერესი უდმივია. ახლა ოჯახთან ერთად დასვენებას ვაპირებ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ, რა იქნება მომავალში. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფალი აგენტი არ ვარ და “მონაკოსთან” კონტრაქტი მაკავშირებს. შესაბამისად, მხოლოდ მე ვერაფერს გადავწყვეტ,” – აცხადებს 18 წლის ფეხბურთელი.