დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 15 ივნისი

თარიღი: ივნისი 15, 2017

მორატა “იუნაიტედთან” ძალიან ახლოსაა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია იმისა, რომ მორატა კვირის ბოლოს უკვე “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი იყოს.

Cadena Ser-ის ინფორმაციით, კლუბები ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ.

რაიოლა დღეს “მილანის” ხელმძღვანელებს შეხვდება

ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა დღეს “მილანის” ხელმძღვანელებს შეხვდება. ახალგაზრდა მეკარე “როსონერისთან” კონტრაქტს ახანგძლივებს, თუმცა მხარეები გამოსასყიდ თანხაზე უნდა შეთანხმდნენ.

ლონდონელები კოვაჩიჩისათვის იბრძოლებენ

Diario Gol-ის ცნობით, ლონდონური კლუბები – “არსენალი” და “ტოტენჰემი” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის შესაძენად იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ “სამეფო კლუბის” ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “რომა”, “მილანი” და “ინტერიც” იჩენენ.

“სევილია” ჰატემ ბენ არფას ტრანსფერზე მუშაობს

ესპანური “დალაქების” ხელმძღვანელებმა “პარი სენ-ჟერმენის” შემტევის, ჰატემ ბენ არფას მიმართ, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს პარიზის დატოვება, ინტერესი განაახლეს.

როგორც იცით, “სევილიას” ყოფილი სპორტული დირექტორი, მონჩი გასულ ზაფხულსაც ცდილობდა ბენ არფას გადაბირებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა “სანჩეს პისხუანს” პარიზი არჩია.

Marca-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, “პსჟ” მზადაა ფეხბურთელი 6 მილიონ ევროდ გაუშვას, თუ “სევილია” მის გასული წლის ხელფასსაც გაისუტმრებს.

მბაპე: “რეალი” ჩემს გადაბირებას მაშინაც ცდილობდა, როცა 14 წლის ვიყავი”

მადრიდის “რეალს” “მონაკოს” ფორვარდის, კილიან მბაპეს შეძენა სურს და მასში დიდ თანხასაც იხდის. ის ფაქტი, რომ ზინედინ ზიდანი საკმაო ხანია, აკვირდება ფრანგს, არავისთვისაა ახალი. როგორც მბაპემ განაცხადა, თავად კლუბი მის შეძენას რამდენიმე წელია ცდილობს.

“რეალი”? ისინი ჩემს გადაბირებას პირველად მაშინ შეეცადნენ, როცა 14 წლის გავხდი და იქიდან მოყოლებული ინტერესი უდმივია. ახლა ოჯახთან ერთად დასვენებას ვაპირებ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ, რა იქნება მომავალში. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფალი აგენტი არ ვარ და “მონაკოსთან” კონტრაქტი მაკავშირებს. შესაბამისად, მხოლოდ მე ვერაფერს გადავწყვეტ,” – აცხადებს 18 წლის ფეხბურთელი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 აგვისტო

“ინტერი” სანჩესის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს Manchester Evening News-ის ცნობით, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ იუნ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო კოუტინიოს წარუმატებლობაში მესის ადანაშაულებს

“ბარსელონას” ლეგენდა და ოქროს ბურთის მფლობელი რივალდო ფილიპე კოუტინიოს “ბაიერნში” ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ R...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერი 50 მოწინავე შავკანიანი ფეხბურთელის ანგარიშებს დააკვირდება

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, ტვიტერის, ხელმძღვანელები მომდევნო დღეების მანძილზე ახლო მონიტორინგის ჩატარებას გეგმავენ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეინ რუნიმ სეზონის მეორე წითელი ბარათი სახეში ჩარტყმისთვის მიიღო (ვიდეო)

22 აგვისტოს, გამთენიისას “დი სი იუნაიტედისა” და “ნიუ-იორკ რედ ბულსის” მატჩი შედგა, რომელშიც გამარჯვება ნიუ-იორკელებს […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესს კარიერის დასრულება ბექჰემის კლუბში სურს

ესპანურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ბარსელონას” ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს კარიერის დასრულება “ინტერ მაი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასმა “რეალის” ხელმძღვანელობას ტრანსფერზე დაყენება სთხოვა

მადრიდის “რეალის” კარის დარაჯმა, კეილორ ნავასმა, კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი მარტივია – ზინედინ ზიდანი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სპორტინგმა” “რეალს” ბრუნო ფერნანდეში კონკრეტულ ფასად შესთავაზა

“სპორტინგის” ხელმძღვანელებმა მადრიდის “რეალს” წინადადებით მიმართეს. ესპანური გამოცემები ირწმუნებიან, რომ პორტუგალიურ კლუბს თავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს (ვიდეო)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 აგვისტო

ფალკაო “გალათასარაის” უახლოვდება Don Balon-ის ცნობით, “მონაკოს” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო “გალათასარაიში” გადას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რუბინის” ქართველებმა მეკარესთან სანაძლეო წააგეს – რა გააკეთა ქართულმა ტ

ყაზანის “რუბინის” ქართველმა ლეგიონერებმა – ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მეკარესთან თერთმეტმეტრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვიდეოთამაშების მწარმოებელ იაპონურ კომპანია Konami-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, PES […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლა ანელკა: “იუვენტუსში” გატარებული პერიოდის მრცხვენია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ “ბებერი სინიორას” რიგებში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ფრანგი ფეხბურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფიორენტინა” ადასტურებს: ფრანკ რიბერი ფლორენციაშია

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, კარიერას იტალიის სერია A-ში, კერძოდ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “შესაძლოა, კარიერა მომავალ წელს დავასრულო ან 40 წლამდე ვითამაშო”

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯერაც არაა დარწმუნებული, თუ როდის დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. &#...
წაკითხვა