დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 აგვისტო
მბაიე ნიანგი მოსკოვის “სპარტაკში”?
მოსკოვის “სპარტაკი” “მილანთან” მბაიე ნიანგის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს. “როსონერი” მოსკოვურ კლუბთან 20 მილიონ ევროს მიღებაზე შეთანხმდა, თუმცა თავად ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
“მილანს” ვიდალი სურს
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “მილანმა” “ბაიერნს” არტურო ვიდალის თაობაზე წინადადებით მიმართა. როგორც ირკვევა, “როსონერი” ჩილელ ფეხბურთელს გაორმაგებულ ხელფასს პირდება. “მილანის” გარდა, ნახევარმცველის შეძენა “ინტერსაც” სურს.
“მანჩესტერ სიტი” აზარის შეძენას შეეცდება
Don Balon-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელის, ედენ აზრის შეძენა სურს. არ არის გამორიცხული, უახლოეს ხანებში “ქალაქელებმა” “ჩელსის” წინადადებით მიმართონ.
ბელოტი “ჩელსიში”?
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს “ტორინოს” თავდამსხმელის, მატია ბელოტის შეძენა სურს.
როგორც იცით, კოშტას “ჩელსისთან” პრობლემები აქვს. დიდი ალბათობით, ის მალე სხვა კლუბში ითამაშებს, კონტე კი ბელოტის მის შემცვლელად მოიაზრებს.
“იუვენტუსი” მატუიდთან შეთანხმდა
ტურინის “იუვენტუსსა” და “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველ ბლეზ მატუიდს შორის მიმდინარე მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ 30 წლის ფრანგი ფეხბურთელი “ბებერ ქალბატონან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მატუიდი წელიწადში ჯამაგირის სახით ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს.