დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (16 იანვარი)
“რეალს” ისეკი სურს
შვედური გამოცემა Aftonbladet-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” ალექსანდერ ისაკში ძალიან დიდი თანხის გადახდას აპირებს. “სამეფო კლუბი” აიკ-ს 17 წლის ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს შეთავაზებს.
ობამეიანგი დორტმუნდში თავს კომფორტულად გრძნობს
დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი პრესაში მის “რეალში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ამბებს გამოეხმაურა.
“მადრიდის “რეალზე” საუბარს უნდა შევეშვათ. მართალია, “ბორუსია” “ბაიერნისა” და “ბაიერნის” დონის კლუბი არ არის, მაგრამ აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.”
ვერატი “ბაიერნში”?
AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ჩაბი ალონსოს შეცვლა მარკო ვერატით სურს.
შეგახსენებთ, რომ ალონსოს, რომელიც ახლა 35 წლისაა, მიუნხელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
დეულოფეუს “მილანში” თამაში სურს
იტალიური პრესის ცნობით, “ევერტონის” ფეხბურთელს, ჟერარ დეულოფეუს “მილანში” თამაში სურს. ესპანელი შემტევით “მიდლსბროცაა” დაინტერესებული. 22 წლის ფეხბურთელმა რონალდ კუმანს თავისი სურვილის შესახებ უკვე აცნობა, “როსონერი” კი “ევერტონის” პასუხს ელის.
დე შილიო “იუვენტუსს” უახლოვდება
არ არის გამორიცხული, “მილანის” მცველი, მატია დე შილიო მალე ტურინის “იუვენტუსში” ვიხილოთ. calciomercato.it იტყობინება, რომ ფეხბურთელის აგენტი და ტურინული კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.