დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 იანვარი
აზარი “რეალს” ელოდება
ბელგიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ედენ აზარმა კონტრაქტის გახანგძლივების თაობაზე “ჩელსის” ორი შემოთავაზება უარით გაისტუმრა.
აზარს მადრიდის “რეალში” თამაში სურს და ის “სამეფო კლუბის” წინადადებას ელის.
ბალოტელი “მარსელში” მიდის
იტალიური Sky-ს ცნობით, “ნიცას” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი “მარსელის” ფეხბურთელი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელი ახალ კლუბში სეზონის ბოლომდე 2 მილიონ ევროს მიიღებს.
ერიქსენისათვის პრიორიტეტი “რეალია”
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კრისტიან ერიქსენი “ტოტენჰემს” დატოვებს, ის არჩევანს მადრიდის “რეალზე” გააკეთებს.
დანიელი ფეხბურთელის შეძენა არაერთ კლუბს სურს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა ის ლონდონს.
“ბარსელონას” იოვიჩი 35 მილიონი დაუჯდება
კატალონიის “ბარსელონა” ფრანქფურტის “აინტრახტის” თავდამსხმელით, ლუკა იოვიჩითაა დაინტერესებული. Cadena Cope-ს ცნობით, კატალონიელებს ფეხბურთელის შესაძენად 35 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევთ.
“მანჩესტერ იუნაიტედმა”, შესაძლოა, ფელაინი ამ თვეში გაყიდოს
Daily Mail-ის ცნობით, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედმა” მარუან ფელაინი ამ თვეში გაყიდოს.
ბელგიელი ნახევარმცველი მოურინიოს ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე იყო, თუმცა სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ მას სათამაშო დროს კიდევ უფრო შეუმცირდა.
ცნობილია, რომ მის მიმართ ინტერესს “მილანი”, “პორტუ” და ჩინური კლუბები იჩენენ.