დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 იანვარი
“ინტერი” ერიქსენისთვის 15 მილიონს ამზადებს
მილანის “ინტერის” ხელმძღვანელებს მიზნად კრისტიან ერიქსენის გადაბირება აქვთ განზრახული. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ადასტურებს. “ინტერმა” ტრანსფერისთვის უკვე გაამზადა 15 მილიონი ევრო.
წყაროს ცნობით “სან სიროს” ბინადრებმა უკვე მიაღწიეს შეტანხმებას დანიელ ფეხბურთელთან და ამ უკანასკნელს წელიწადში 9 მილიონ ევროს სთავაზობენ ხელფასის სახით.
“რეალი” მზადაა კულიბალისთვის ბრძოლაში ჩაერთოს
მადრიდის “რეალი” მზადაა “ნაპოლის” მცველ კალიდუ კულიბალისთვის ბრძოლაში ჩაერთონ. ზემოხსენებული ფეხბურთელის ტრანსფერით აგრეთვე დაინტერესებულია “მანჩესტერ სიტი”.
El Desmarque-ს ცნობით, “ბლანკოსი” მზადაა კიდევ ერთხელ გადაიხადოს ასტრონომიული თანხა სერია A-ს ვარსკვლავში.
“არსენალმა” კურზავას დაადგა თვალი
“პარი სენ-ჟერმენის” მარცხენა მცველი ლეივინ კურზავა ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას The Sun ადასტურებს.
მიკელ არტეტას გუნდს კირან ტირნი და სიდ კოლაშინაცი დააკლდა. აქიდან გამომდინარე კურზავა, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, “მეთოფეთათვის” ბრწყინვალე ვარიანტს წარმოადგენს.
“ტოტენჰემი” უმტიტის ტრანსფერს უმიზნებს
ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემის” დაცვის ხაზის გაძლიერებას “ბარსელონას” ცენტრალური მცველის დამატებით გეგმავს. საუბარია სამუელ უმტიტის ეხება.
ამ ტრანსფერზე მცირე კომენტარი გააკეთა “სპურსის” ყოფილმა ფეხბურთლმა დარენ ბენტმა – “ძალიან მაგარი იქნება, თუ “ტოტენჰემი” უმტიტის დაიმატებს. ის ძალიან დიდი, ძლიერი და ტექნიკური მცველია. ისეთი ფეხბურთელია, რომლის ნდობაც შეიძლება.”