დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (16 ივლისი)

თარიღი: ივლისი 16, 2016

“ვესტ ჰემი” ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებს

როგორც ჩანს, ლონდონური “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელები ჩემპიონთა ლიგაზე თავის გამოჩენის სურვილმა ერთიანად “გააგიჟა” – “ჩაქუჩები” მადრიდის “რეალის” კოლუმბიელი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის გადაბირებას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც მადრიდული მხარე 80 მილიონ ევროს ითხოვს.

პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

The Sun-მა მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 105 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კვირაში ხელფასის სახით 202 000 ფუნტს მიიღებს. სამშაბათს, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, პოგბა მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

“პალასი” მზადაა ბერაჰინოს სანაცვლოდ 20 მილიონი გაიღოს

“კრისტალ პალასის” თაოსნები გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი – საიდო ბერაჰინოს ტრანსფერის თაობაზე “ვესტ ბრომთან” მოლაპარაკებების წამოწყება. “ტოტენჰემის” ყოფილ სამიზნეში “არწივები” 20 მილიონ ფუნტს იხდიან.

ბელგიის ნაკრები შესაძლოა ლუი ვან გაალმა ჩაიბაროს

ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა შესაძლოა, ბელგიის ნაკრები ჩაიბაროს. ბელგიური ფეხბურთის ასოციაციაში ლუი ვან გაალის ვარიანტით ძალიან ბევრი “ჩინოვნიკი” არის მოხიბლული.

ddddddddddddddddddddddddddddd

რობსონ-კანუსთვის ბრძოლაში “ჰალ სიტი” დაწინაურდა

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ უელსის ნაკრების ფორვარდის, ჰალ რობსონ-კანუს გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული (“სუონსი”, “უოტფორდი”, “ევერტონი”, “მიდლსბრო”, “ჰალ სიტი” და “ბარნლი”). თუმცა, ევრო 2016-ის ერთ-ერთი ვარსკვლავის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი “ვეფხვებს” აქვთ, რომლებიც მას 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.

“ბორუსიას” გიოტცეს გაფორმებამდე სულ ცოტა აკლია

Sport Bild-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის “ბორუსია” მარიო გიოტცეს გადაბირებასთან ძალიან ახლოს არის. წყაროს ცნობით, კლუბმა “ბაიერნთან” ფასი უკვე შეათანხმა (28 მლნ. ევრო). სავარაუდოდ, გერმანელი შემტევი მის ყოფილ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ზელინსკის “ლივერპულში” უნდა გადასვლა … თუმცა, “მილანში” გადადის

Goal-ის ცნობით, პიოტრ ზელინსკი უახლოეს მომავალში შეუერთდება იტალიურ “როსონერის”, მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპის “ლივერპულმა” მის კლუბთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა – “ლივერპულის” მიერ შეთავაზებული 11 მილიონი ფუნტი იტალიელებისთვის საკამარისი არ აღმოჩნდა.

სონგი “ბარსელონას” დატოვებს?

დიახ, არ გატყუებთ, ალექს სონგი ჯერ კიდევ “ბარსელონას” რიგებში ირიცხება. და დიახ, “ბარსელონასთან” არსებული 4-წლიანი კონტრაქტი საბოლოოდ ამოიწურა. ნახევარმცველი, რომელმაც ბოლო ორი სეზონი “ვესტ ჰემში” გაატარა, სავარაუდოდ რუსულ “რუბინს” შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კვირკველიას სხვა კლუბებისგან შემოთავაზება არ აქვს

მოსკოვის “ლოკომოტივს” ქართველი ცენტრალური მცველისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, სოლომონ კვირკველიასაც დარჩენა უნდა. Sport 24-ის ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” ფეხბურთელები ივნისში ხელფასს 100%-ით აიღებენ

საქართველოს სუპერთასის მფლობელი “საბურთალო” ფეხბურთელებს ივნისიდან ხელფასებს 100%-ით გადაუხდის. ხელმძღვანელობასთან შეთანხმების თანახმად, ფ...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს Instagram-ით ყველაზე მეტი თანხა გამოი

დასახელდა ის ათი სპორტსმენი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს სოციალური ქსელის, Instagram-ის საშუალებით ყველაზე მეტი თანხა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიმო ვერნერი “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოსაა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ლაიფციგის” თავდამსხმელი ტიმო ვერნერი ლონდონის “ჩელსიში” გადა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიეგო კოშტას თავისუფლების 6 თვით აღკვეთა მიესაჯა

მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელ-ესპანელი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, ესპანეთის სასამართლომ გადასახადების დამალვაში დამნაშავედ სცნო. ამ ინფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბორუსია” რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო (ფოტო)

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელებმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მსოფლიოში ეს თემა აქტუალური მას შემდეგ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაული, შესაძლოა, “შალკეს მთავარი მწვრთნელი გახდეს

გელზენკირხენის “შალკეს” ხელმძღვანელები გუნდის მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობენ. ამ ინფორმაციას გერმანული ტაბლოიდი Bild ავრც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბოატენგი: “ბავშვები რასისტებად არ იბადებიან”

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ მთელი მსოფლიო შეძრა. მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, პრესასთან რასიზმის პრობლემაზე […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილის აგენტი: “პანდემიის გამო ფეხბურთელებს ხელფასებს არ უნდა უმცირებდნენ”

მადრიდის “რეალის” რიგებში მყოფი გარეთ ბეილის აგენტი, ჯონათან ბარნეტი, თვლის, რომ კორონავირუსის პანდემია ფეხბურთელებისთვის ხელფასის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანდრეს ინიესტამ იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპი შექმნა

ვეტერანმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპი შექმნა. “ვისელ კობეს” მოთამაშემ ოთხ კომპონენტში სხვადას...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკერ კასილასმა დაასახელა, რომელ ქვეყნებში ისურვებდა თამაშს

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა იკერ კასილასმა სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა საინტერესო კითხვებს უპასუხა. “სასაცილოა, მა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბოატენგი: “როგორი იქნებოდა სპორტი ფერადკანიანების გარეშე? მოსაწყენი”

“ბეშიქთაშის” ფეხბურთელმა, კევინ-პრინს ბოატენგმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ფერადკანიანმა მოთამაშეებმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართულ გუნდებს ამხანაგური მატჩების გამართვა სურთ, მაგრამ…

ეროვნული ლიგა 25 ივნისს განახლდება და თითოეულმა ფეხბურთელმა უკვე განაახლა ვარჯიში, თუმცა სრულად ვარჯიშის განახლება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასის ფინალი წააგო

უნგრეთის თასის ფინალში ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვედში” ბუდაპეშტის “ჰონვედთან” 2-1 დამარცხდა. ზივზივაძემ 90-წუთი ითამაშა, თუმცა გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: “ერთ-ერთ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა და აჩი…”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ტრაბზონში თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა, როცა თურქეთში ერთად […]...
წაკითხვა