დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 აგვისტო
დებუში “მარსელში” მიდის
ლონდონის “არსენალის” ცენტრალური მცველი, დებუში კარიერას დიდი ალბათობით ფრანგულ “მარსელში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას L’Equipe ადასტურებს.
როგორც იცით, 32 წლის ფრანგი ფეხბურთელი “არსენალის” სათადარიგოთა სკამის მოთამაშეა – მან გასულ სეზონში პრემიერ ლიგის მხოლოდ 3 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.
“ბარსელონა” კოუტინიოსა და დემბელეს უახლოვდება
მადრიდის “რეალთან” ესპანეთის სუპერთასზე განცდილი მარცხის (1-3; 2-0) შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა მთელი ყურადღება ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერებზე გადაიტანეს.
“ბარსელონას” დირექტორი, პეპ სეგურა TV3-თან მატჩის შემდეგ ასეთ განცხადებას აკეთებს: “ძალაინ ახლოს ვართ დემბელესა და კოუტინიოსთან, ვიცით რომ მათი ყიდვა შეგვიძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალ სეზონში “კამპ ნოუზე” ითამასებენ.”
“მანჩესტერ იუნაიტედს” დენი როუზი სურს
Sky Sports-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გუნდში “ტოტენჰემის” მცველის, დენი როუზის მიყვანა სურს.
შეგახსენებთ, რომ დენიმ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტიტულების მოსაგებად მზადაა, ლონდონი ახლავე დატოვოს.
ვან დეიკი ლონდონში შეამჩნიეს
Daily Telegraph 17 აგვისტოს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “ლივერპულის” სამიზნე, ვირჯილ ვან დეიკი ლონდონში იმყოფება, რათა “ჩელისისთან” ტრანსფერის ბოლო დეტალებიც შეათანხმოს.
როგორც ცნობილი ხდება, ჰოლანდიელი მცველის ტრანსფერი პირადად ანტონიო კონტეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომელიც მან აბრამოვიჩს პრემიერ ლიგის პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ წაუყენა.
ბონი კვლავ “სუონსიში”?
უელსური “სუონსის” ხელმძღვანელები მზად არიან გილფი სიგურდსონის ტრანსფერიდან შემოსული 45 მილიონის ნაწილი გუნდში უილფრედ ბონის დასაბრუნებლად გაიღონ.
როგორც იცით, ბონიმ “სუონსი” “სიტიში” 2015 წელს გაცვალა და ამ ტრანსფერში “გედებმა” 28 მილიონი მიიღეს. ახლა კი ისინი ბონის დამატებას სულ რაღაც 13 მილიონად გეგმავენ.