დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 იანვარი

თარიღი: იანვარი 18, 2020

ეშლი იანგი “ინტერში” გადავიდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ეშლი იანგი მილანის “ინტერში” გადავიდა. მხარეებს შორის 18-თვიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. ტრანსფერის ღირებულებამ ერთნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

შეგახსენებეთ, რომ ეშლი იანგი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2011 წლიდან იცავდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მუნიე “მანჩესტერ იუნაიტედში”?

Le Parisien-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენის” მარჯვენა მცველი, ტომას მუნიე, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” ვიხილოთ. ბელგიელ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება.

არტურო ვიდალი “ინტერში”?

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანის “ინტერი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონას” ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენას შეეცდება.

ვიდალი ერნესტო ვალვერდეს ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო, კიკე სეტიენის გუნდში მისვლის შემდეგ კი მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

“არსენალი” და “ტოტენჰემი” აკეს ვარიანტს განიხილავენ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნათან აკეს მიმართ ინტერესს ლონდონური კლუბები – “არსენალი” და “ტოტენჰემი” იჩენენ.

24 წლის ჰოლანდიელ მცველს “ბორნმუთის” დატოვება სურს და შესაძლოა, ის ახალ კლუბში მალე ვიხილოთ.

ნოიერი ნიუბელის კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტით უკმაყოფილოა

“შალკეს” მეკარე, ალექსანდერ ნიუბელი ზაფხულში “ბაიერნის” წევრი გახდება. როგორც გაირკვა, კონტრაქტის თანახმად, ნიუბელმა მომდევნო სეზონში “ბაიერნის” რიგებში მინიმუმ 15 მატჩი უნდა ჩაატაროს, ეს ინფორმაცია 23 წლის ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა.

“ფრანსს ფუტბოლის” ცნობით, ნიუბელის კონტრაქტის აღნიშნული პუნქტით უკმაყოფილოა მანუელ ნოიერი, რომელიც გუნდის პირველი მეკარეა. ის კლუბის სპორტულ დირექტორს ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა და ამ საკითხზე ესაუბრა. “სანამ აქ ვარ, ყველა მატჩში უნდა ვითამაშო, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტურნირი იქნება ან ამხანაგური შეხვედრა”, – ასეთი რამ უთხრა ნოიერმა სალიჰამიჯიჩს.

იმ შემთხვევაში, თუ “ბაიერნის” ხელმძღვანელობა ნოიერთან ურთიერთობას ვერ დაალაგებს, მაშინ დიდი შანსია, 33 წლის მეკარე მალე ახალ კლუბში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯეისონ მაკატირი: “ლივერპულში” მხოლოდ ორი ფეხბურთელია ხელშეუხებელი”

“ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, ჯეისონ მაკატირი, მიიჩნევს, რომ იურგენ კლოპს გუნდში მხოლოდ ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პერი გროუვზი: “არსენალმა” თავიდან ცხრა ფეხბურთელი უნდა მოიშოროს”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა პერი გროუვზი “მეთოფეთა” ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ აცხადებს, რომ ლონდონურმა კლუბმა გუნდიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გენტის” მეკარე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

“გენტის” სათადარიგო მეკარემ, კოლინ კოსემანსმა სოციალურ ქსელში სახალისო ფოტო გამოაქვეყნა. ამ ფოტოთი ბელგიელი კარის დარაჯის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ორივე ფეხბურთელს გავესაუბრები” – ქვილითაია “რომასთან” მატჩი

27 თებერვალს, უეფას ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას “გენტი” საკუთარ მოედანზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ობამეიანგი: “თავადაც არ ვიცი, როგორ ვერ გავიტანე”

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “ოლიმპიაკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ობამეიანგის დაუჯერებელი აცილება 123-ე წუთზე (ვიდეო)

27 თებერვალს, ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ოლიმპიაკოსი” მიიღო. მატჩის ძი...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაუტანა ლუკაკუმ “ლუდოგორეცს” (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Romelu Lukaku has scored the funniest goal of the season. 😂pic.twitter.com/ibhcRBatR5 — Goal […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გააკეთა “ბრიუგეს” მცველმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (ვიდეო

ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბრიუგეს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე ბრუნო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული აცილება ევროპის ლიგის მატჩში (ვიდეო)

26 თებერვალს, ევროპის ლიგის გათამაშებაში “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ვულვზი” მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. ორი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსის სიტყვები დე ბრუინის გოლის შემდეგ

26 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადამა ტრაორე: “შემეძლო ბანდის წევრი გავმხდარიყავი და ნარკოტიკებით მევაჭრა”

“ვულვერჰემპტონის” ერთ-ერთი ვარსკვლავი, ადამა ტრაორე, პრესასთან საუბრისას აღიარებს, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მისი ცხოვრება სხვაგვარად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალდანო: “ელ კლასიკო” ხეიბრების ბრძოლასაა დამსგავსებული”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, პრესასთან მოახლოებულ “ელ კლასიკოზე” ისაუბრა. 64 წლის სპეციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისის პრემიერლიგა საკუთარ დიდების დარბაზს ხსნის

ინგლისის პრემიერლიგა საკუთარ დიდების დარბაზს გახსნის. წესების თანახმად, პრემიერლიგის დიდების დარბაზში მხოლოდ ის ფეხბურთელები მოხვდებიან, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემი საკუთარ კლუბში მესისა და რონალდუს მიწვევას აპირებს

“ინტერ მაიამის” მფლობელმა დევიდ ბექჰემმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუნდში ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს […]...
წაკითხვა