დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 ივნისი
ჟოაო ფელიში “ატლეტიკოში”?
“მარკას” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკო” მზადაა კლუბის სატრანსფერო რეკორდი მოხსნას და “ბენფიკას” თავდამსხმელის, ჟოაო ფელიშის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
19 წლის ფეხბურთელის შეძენა ევროპის საუკეთესო კლუბებს სურთ. მის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს “მანჩესტერ სიტი”.
“პარი სენ-ჟერმენი” პოგბა-რაბიოს გაცვლას განიხილავს
შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედმა და “პარი სენ-ჟერმენმა ნახევარმცველები გაცვალონს. Independent-ის ცნობით, პარიზელებს სურთ, რომ “იუნაიტედს” პოგბას სანაცვლოდ ადრიენ რაბიო შესთავაზონ.
ბეილის აგენტი “ბაიერნის” ინტერესზე: “სისულელეა”
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის გარეტ ბეილის აგენტმა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
ბოლო დროს იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, უელსელი ფეხბურთელი “ბაიერნში” ვიხილოთ. ბეილის აგენტმა ამ ინფორმაციას “სისულელე” უწოდა.
მიულერი ჩინეთში?
Kicker-ის ცნობით, “ბაიერნის” თავდამსხმელმა ტომას მიულერმა ჩინეთიდან წინადადება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მას ერთ-ერთი ჩინური კლუბი სეზონში ხელფასის სახით 25 მილიონ ევროს სთავაზობს.
პსჟ ნეიმარის გასაყიდად ემზადება
დიდი შანსია, ამ ზაფხულს ნეიმარმა “პარი სენ-ჟერმენი” დატოვოს. L’Equipe-ის ცნობით, პარიზული კლუბი მზადაა კარგი შემოთავაზების შემთხვევაში ბრაზილიელი ფეხბურთელი გაყიდოს.
ბოლო დროს ნეიმარს “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” უკავშირებენ.