დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 აგვისტო)
“ვოლფსბურგმა” მარიო გომესი დაიმატა
გერმანულმა “ვოლფსბურგმა” მარიო გომესის ტრანსფერი განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი გვატყობინებს.
გერმანელი თავდამსხმელი, რომლის გადაბირებაც “ვოლფსბურგს” დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაუჯდება, 2013 წელს გადაბარგდა “ფიორენტინაში”, თუმცა გასული სეზონი მან “ბეშიქთაშის” რიგებში გაატარა.
გომესმა სუპერ ლიგის 33 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა, რითიც მან თურქული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.
ზიდანი: “ცესკის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება”
მადრიდის “რეალის” თავკაცი, ზინედინ ზიდანი არ უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცესკ ფაბრეგასი მადრიდულ გრანდს შესთავაზეს, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ მისი დამატებით “რეალში” არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.
“თუ გუნდში კიდევ ერთ ცენტრალურ ნახევარმცველს მოვიყვანთ, საქმე კიდევ უფრო გართულდება. ცესკი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა წინდახედულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.
საბოლოო ჯამში მეყოლება ისეთი გუნდი, სადაც 3-4 ფეხბურთელს არ ექნება თამაშის საშუალება. ნახევარდაცვაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება.”
როდის მოგვარდება აბურჯანიას პრობლემა?
გიორგი აბურჯანიას “სევილიაში” ტრანსფერის გაოფიციალურების საკითხი საკმაოდ გაიწელა. როგორც ვიცით, ქართველ ფეხბურთელს ესპანეთში მუშაობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხი ქონდა მოსაგვარებელი. კატალონიური ვებ-გვერდი delcamp.cat იტყობინება, რომ აბურჯანიას პრობლემა ამ კვირაშივე მოგვარდება.
მარეზმა “ლესტერთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა
“ლესტერის” შემტევმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, რიად მარეზმა კლუბთან ახალი, ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 25 წლის ალჟირელის შეძენა ლონდონის “არსენალს” სურდა, მაგრამ…
რას იზამს ხამეს როდრიგესი?
მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. Evening Standard-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის აგენტმა “არსენალსა” და “ჩელსის” უთხრა, რომ მათ მის კლიენტში 65 მილიონი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაიხადონ.