დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (18 აგვისტო)

თარიღი: აგვისტო 18, 2016

“ვოლფსბურგმა” მარიო გომესი დაიმატა

გერმანულმა “ვოლფსბურგმა” მარიო გომესის ტრანსფერი განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი გვატყობინებს.

გერმანელი თავდამსხმელი, რომლის გადაბირებაც “ვოლფსბურგს” დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაუჯდება, 2013 წელს გადაბარგდა “ფიორენტინაში”, თუმცა გასული სეზონი მან “ბეშიქთაშის” რიგებში გაატარა.

გომესმა სუპერ ლიგის 33 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა, რითიც მან თურქული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.

ზიდანი: “ცესკის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება”

მადრიდის “რეალის” თავკაცი, ზინედინ ზიდანი არ უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცესკ ფაბრეგასი მადრიდულ გრანდს შესთავაზეს, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ მისი დამატებით “რეალში” არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

“თუ გუნდში კიდევ ერთ ცენტრალურ ნახევარმცველს მოვიყვანთ, საქმე კიდევ უფრო გართულდება. ცესკი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა წინდახედულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.

საბოლოო ჯამში მეყოლება ისეთი გუნდი, სადაც 3-4 ფეხბურთელს არ ექნება თამაშის საშუალება. ნახევარდაცვაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება.”

cats

როდის მოგვარდება აბურჯანიას პრობლემა?

გიორგი აბურჯანიას “სევილიაში” ტრანსფერის გაოფიციალურების საკითხი საკმაოდ გაიწელა. როგორც ვიცით, ქართველ ფეხბურთელს ესპანეთში მუშაობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხი ქონდა მოსაგვარებელი. კატალონიური ვებ-გვერდი delcamp.cat იტყობინება, რომ აბურჯანიას პრობლემა ამ კვირაშივე მოგვარდება.

მარეზმა “ლესტერთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა

“ლესტერის” შემტევმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, რიად მარეზმა კლუბთან ახალი, ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 25 წლის ალჟირელის შეძენა ლონდონის “არსენალს” სურდა, მაგრამ…

რას იზამს ხამეს როდრიგესი?

მადრიდის “რეალის” შემტევი ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. Evening Standard-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის აგენტმა “არსენალსა” და “ჩელსის” უთხრა, რომ მათ მის კლიენტში 65 მილიონი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაიხადონ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 აგვისტო

ფალკაო “გალათასარაის” უახლოვდება Don Balon-ის ცნობით, “მონაკოს” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო “გალათასარაიში” გადას...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რუბინის” ქართველებმა მეკარესთან სანაძლეო წააგეს – რა გააკეთა ქართულმა ტ

ყაზანის “რუბინის” ქართველმა ლეგიონერებმა – ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მეკარესთან თერთმეტმეტრი...
წაკითხვა
ფეხბურთი

PES 2020-ში საქართველოს ნაკრებიც იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვიდეოთამაშების მწარმოებელ იაპონურ კომპანია Konami-ს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, PES […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკოლა ანელკა: “იუვენტუსში” გატარებული პერიოდის მრცხვენია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ანელკამ “ბებერი სინიორას” რიგებში გატარებული პერიოდი გაიხსენა. ფრანგი ფეხბურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფიორენტინა” ადასტურებს: ფრანკ რიბერი ფლორენციაშია

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, კარიერას იტალიის სერია A-ში, კერძოდ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “შესაძლოა, კარიერა მომავალ წელს დავასრულო ან 40 წლამდე ვითამაშო”

ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯერაც არაა დარწმუნებული, თუ როდის დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

დემბელეს აგენტი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მუსა სისოკო, “ბარსელონას” ნახევარმცველ უსმან დემბელეს აგენტი, ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ეხმაურება და ყვეალსათვის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუ რონალდუმ უფროსი ვაჟი თავის ძველ საცხოვრებელში მიიყვანა

წინასასეზონო მზადებისას ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა იმის შეს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება

თბილისში, კერძოდ ვარკეთილში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო კომპლექსი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალაჰი ვიდეორეფერიზე: “მე ეს არ მომწონს”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა ვიდეორეფერის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ეს ინოვაცია არ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“უნიონის” ფანებმა სადებიუტო მატჩში გარდაცვლილი ფანების ფოტოები გამოფინეს

ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ “უნიონ ბერლინსა” და ფანებს შორის განსაკუთრებული კავშირი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 აგვისტო

რიბერი “ფიორენტინაში”? Sky Sport Italia-ს ცნობით, ფრანკ რიბერი “ფიორენტინაში” გადასვლას დათანხმდა. დიდი შანსია, ტრანსფერი უახლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” ეროვნულ ლიგას მოგებით დაუბრუნდა

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ბოლო შეხვედრაში “საბურთალომ” გორის “დილა” 3-0 გაანადგურა. “საბურთალომ” ევროპა ლიგაზე ასპ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობენმა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა, ვისი თავკაცობითაც უთამაშია

მიუნხენის “ბაიერნისა” და ჰოლანდიის ნაკრების ექს-გარემარბ არიენ რობენს სთხოვეს დაესახელებინა საუკეთესო მწვრთნელი, ვისი თავკაცობითაც კარიერი...
წაკითხვა
ბლოგი

სკანდალი გერმანიაში: “ჰამბურგის” ფეხბურთელს საბუთების გაყალბებაში ედავებიან

გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა Sport Bild სკანადალურ ინფორმაციას აცხადებს. გამოცემა გამბიელ ფეხბურთელს არა […]...
წაკითხვა