დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 ივნისი
გაბიგოლმა “ლას პალმასზე” უარი თქვა
“ინტერის” ფეხბურთელმა, გაბრიელ ბარბოსამ “ლას პალმასში” იჯარით წასვლაზე უარი თქვა და “ნერაძურიში” დარჩენა არჩია.
“ინტერში” ვრჩები. აქ ჩემი პირველი სეზონი რთული გამოდგა, თუმცა ვაპირებ, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო”, – აცხადებს გაბიგოლი.
პერინი “მილანში”?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანი” დონარუმას შემცვლელად “ჯენოას” მეკარეს, მატია პერინს მოიაზრებს.
Tuttomercatoweb-ის ცნობით, პერინის აგენტი “ჯენოას” ხელმძღვანელებს უკვე შეხვდა და მისი კლიენტის მომავალზე ესაუბრა.
მენდისათვის “ლივერპულიც” იბრძოლებს
L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპული” “მანჩესტერ სიტისთან” ერთად “მონაკოს” მცველის, ბენჟამინ მენდის შესაძენად იბრძოლებს.
“პარი სენ-ჟერმენი” რონალდუში 140 მილიონს გადაიხდის
Corriere dello Sport reports-ის ცნოვით, “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა, კრიშტიანო რონალდუს სანაცვლოდ 140 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს უკვე შეხვდნენ.
“მანჩესტერ სიტი” დანი ალვეშის ტრანსფერს უახლოვდება
ბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ზაფხულში ოთხი მცველის დამატებას აპირებს. ესპანელი სპეციალისტის სამიზნეთაგან ერთ-ერთი დანი ალვეშია.
პრემიერ ლიგის კლუბი ბრაზილიელ დანი ალვეშთან ერთად ბენჟამინ მენდისა და კაილი უოკერის ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავს.
როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელები” ყველაზე ახლოს ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი მცველის ტრანსფერთან არიან, რომელმაც სადებიუტო იტალიურ სეზონში სერია ა-სა და კოპა იტალიას მოგება მოახერხა.