დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (2 აგვისტო)
ქვილითაია “რაპიდში” სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა დაადასტურა, რომ გიორგი ქვილითაია ვენის “რაპიდში” მიდის. ქართველი თავდამსხმელი ავსტრიულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.
ოფიციალურად: კევინ-პრინს ბოატენგი “ლას პალმასის” ფეხბურთელია
განელი ფეხბურთელი, კევინ-პრინს ბოატენგი ამიერიდან ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ითამაშებს. “ლას პალმასის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ნახევარმცველი დღეს ესპანეთში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
ალექს სონგმა “ბარსელონა” დატოვა
კატალონიის “ბარსელონამ” და ალექს სონგმა კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. კამერუნელი ფეხბურთელი ამიერიდან რუსეთში, ყაზანის “რუბინში” ითამაშებს.
“ლესტერი” 19 წლის პოლონელს იმატებს
პოლონეთის ეროვნული ნაკრების წევრი ბარტოშ კაპუსტა “ლესტერში” ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, მან ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. “ლესტერი” “კრაკოვიას” კაპუსტას სანაცვლოდ 7.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის.
პოგბა “მანჩესტერ იუნატედში” – დღეს გაოფიციალურდება?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, რომ დღეს პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო გადასვლაზე ოფიციალური განცხადება ვიხილოთ.