დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 ივნისი
მორატა “მილანში” 7 მილიონ ფუნტს მიიღებს
თითქმის გადაწყვეტილია, რომ მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, ალვარო მორატა მალე “მილანის” ფორმას მოირგებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფეხბურთელი “როსონერიში” ხელფასის სახით, სეზონში 7 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.
“შავ-წითლების” ხელმძღვანელობა კარდიფში გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც დაესწრება.
“მანჩესტერ იუნაიტედი” პერისიჩში 52 მილიონს იხდის
La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ინტერის” ფეხბურთელის, ივან პერისიჩის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. მანჩესტერული კლუბი ხორვატ შემტევში 52 მილიონ ევროს იხდის.
სალაჰი “ლივერპულს” შეუთანხმდა
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომას” გარემარბი, მოჰამედ სალაჰი “ლივერპულს” პირობებზე შეუთანხმდა.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ, სალაჰი ხელფასის სახით, სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ფალკაომ “მონაკოსთან” გაახანგრძლივა
რადამელ ფალკაომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებული ყველა კითხვის ნიშანი გააქრო და ლიგა 1-ის ჩემპიონებთან არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა.
როგორც იცით, პრემიერ ლიგაში ჩაგდებული ორი სეზონის შემდეგ, კოლუმბიელმა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ძველი ფორმის დაბრუნება მოახერხა და ერთი სეზონის 29 მატჩში 21 გოლის გატანა შეძლო.
კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ, კოლუმბიელმა განაცხადა:” ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თავგადასავლები კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.”
“მანჩესტერ იუნაიტედი” ლაკაზეტის შეძენას შეეცდება
L’Equipe-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლიონის” თავდამსხმელის, ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას შეეცდება.
ფრანგი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, ტრანსფერი ვერ შედგა.