დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 სექტემბერი

თარიღი: სექტემბერი 2, 2020

მესიმ “სიტისთან” 700-მილიონიანი კონტრაქტი შეათანხმა

ბრიტანული გამოცემა Daily Record-ის ცნობით, ლიონელ მესი “მანჩესტერ სიტის” ფინანსურ საკითხებზე უკვე შეუთანხმდა.

“სიტიმ” 33 წლის სუპერვარსკვლავს წლიურად 140 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესი ხუთ წელში 700 მილიონს მიიღებს. ამ ხუთი წლიდან, არგენტინელი სამს “მანჩესტერ სიტიში” გაატარებს, რის შემდეგაც “ნიუ იორკ სიტიში” გადავა.


სუარესი “იუვენტუსს” უახლოვდება

Sky Sport Italia, Sportitalia, La Gazzetta dello Sport, და Corriere dello Sport ერთხმად ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლუის სუარესმა ტურინის “იუვენტუსთან” პირად შეთანხმებას მიაღწია.

როგორც იცით, “ბარსელონაში” რონალდ კუმანის მისვლის შემდეგ გუნდიდან წასვლის განკარგულება ბევრ ფეხბურთელს მისცეს და მათ შორის ერთ-ერთი ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი გახლავთ.


იგუაინი ბექჰემის კლუბში ითამაშებს

ტურინში ლუის სუარესის გამოჩენა იმის ნიშანი გახლავთ, რომ “ბიანკონერიში” გონსალო იგუაინის დღეები დათვლილია.

იტალიური გამოცემების ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში მაიამიში ჩაფრინდება, სადაც დევიდ ბექჰემის კლუბ “ინტერ მაიამისთან” გააფორმებს ხელშეკრულებას.


“პარი სენ-ჟერმენი” ბელერინის ტრანსფერით აპირებს გაძლიერებას

ლონდონის “არსენალის” მცველი ჰექტორ ბელერინი “პარი სენ-ჟერმენის” ინტერესთა სფეროშია მოქცეულლი.

როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთის ჩემპიონმა “მეთოფეებს” უკვე მიმართა ოფიციალური წინადადებით. “პარიზელები” ბელერინის ტრანსფერში 25 მილიონ ფუნტს იხდიან, რასაც, შესაძლოა, 5 მილიონი ფუნტი ბონუსების სახით დაემატოს.


ვიდალი “ინტერში” ითამაშებს

გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ მილანის “ინტერმა” არტურო ვიდალთან პირად შეთანხმებას უკვე მიაღწია.

ამ დროისთვის ჩილელი ნახევარმცველის აგენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვიდალს “ბარსელონა” თავისუფალი აგენტის სტატუსით დაატოვებინოს.


“ევერტონმა” ხამესის ტრანსფერი შეათანხმა

ბრიტანული Express-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ხამეს როდრიგესი კარიერას “ევერტონის” რიგებში გააგრძელებს.

“ევერტონმა” უკვე მიაღწია “რეალის” ხელმძღვანელებთან შეთანხმებას. 29 წლის კოლუმბიელი “კამფეტებთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.


მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნეიმარის ფინტი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

Neymar pulling out all the tricks tonight. 🎩 pic.twitter.com/wxzOtWMQdh — Regista (@Regista) September 27, 2020 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს მეორე გოლი “რომას” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cristiano Ronaldo subiu no 4° andar pra marcar o segundo dele na partida. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის გოლი “ვილიარეალის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOOOOOAL Messi 🐐 😭🔥😍 The match is live on 👇🏻🔥https://t.co/QlfmIjTVob Kindly retweet 🔥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეს იყო სამარცხვინო, ან ისტორიას გადახედონ…” – კახა კალაძე თბილისი

თბილისის მერმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახა კალაძემ თბილისის “დინამოს” შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიამ “როტორს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rotor Volgograd 0-2 Rubin Kazan – Khvicha Kvaratskhelia Amazing Goal pic.twitter.com/DRQgmSikDc — Giorgi […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპო ინძაგი: “ორივე ძმამ მოვიგეთ, მამა ტიროდა”

გუშინ ფილიპო ინძაგიმ “ბენევენტოს” მთავარი მწვრთნელის რანგში იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესმა “ატლეტიკოს” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Suarez already bagging his first goal for Atletico pic.twitter.com/i89RBHDFF4 — Khalid (@Khalz10I) September […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბაიერნი” “ჰოფენჰაიმთან” განადგურდა. ბავარიელები წელს პირველად დამ

გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “ჰოფენჰაიმს” ეწვია და ანგარიშით 1:4 განადგურდა. ბავარიელებს უკანასკნელად ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გია ცეცაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, “ლვოვის” მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კორონავირუსით დაინფიცირდა. 46 წლის ქართველი სპეციალისტი ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ “ბეშიქთაშს” გაუტანა (ვიდეო)

Konyaspor 1-0 Beşiktaş 28' Shengelia https://t.co/fBd4EAerZn #BeşiktaşınMaçıVar pic.twitter.com/w1gt75917T — NeTSpor Izle ⚽️ 🇹🇷 (@netsporizl...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფეიენორდის” ფეხბურთელმა წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა (ვიდეო)

მარკოს სენესის გოლი “დენ ჰაგის” კარში იხილეთ ვიდეო Feyenoord – Ado Den Haag karşılaşmasında, Feyenoord'u […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: “შალკემ” დევიდ ვაგნერი დაითხოვა

გელზენკირხენის “შალკეს” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კლუბის ხელმძღვანელობამ დევიდ ვაგნერის დათხოვნის გა...
წაკითხვა