დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (20 აგვისტო)
გიორგი აბურჯანია “სევილიას” რიგებში ჩაირიცხა
ესპანური “სევილიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, გიორგი აბურჯანია კარიერას “სევილიას” რიგებში გააგრძელებს.
“დალაქთა” ოფიციალური საიტის ცნობით, თავდაპირველად 21 წლის ნახევარმცველს “სევილია ატლეტიკოს” (მეორე გუნდი) რიგებში მოუწევს საკუთარი ძალების გამოცდა. აბურჯანიამ ესპანურ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ბენტეკე “კრისტალ პალასის” ფეხბურთელია
ამიერიდან ბელგიელი თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე “კრისტალ პალასის” ღირსებას დაიცავს. “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
პერეირა “უიტფორდის” ფეხბურთელია
ტურინის “იუვენტუსის” შემტევი ნახევარმცველი, რობერტო ფერეირა ამიერიდან ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა “უიტფორდთან” გააფორმა კონტრაქტი.
ჟოაო მარიოს ტრანსფერი დღეს დადასტურდება?
პორტუგალიური გამოცემა O Jogo-ს ცნობით, დიდი შანსია, დღეს ჟოაო მარიოს “ინტერში” გადასვლის ამბავი ოფიციალურად დადასტურდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები ნახევარმცველში 45 მილიონ ევროს იხდიან.