დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 აგვისტო
“აიაქსი” სუარესის დაბრუნებას შეეცდება
ამსტერდამის “აიაქსის” ხელმძღვანელები მზად არიან, რომ “ბარსელონას” ლუის სუარესის ტრანსფერში 15 მილიონი ევრო გადაუხადონ.
როგორც იცით, “ბაიერნთან” განადგურების (2:8) შემდეგ “კატალონიელები” გუნდში ძირეული ცვლილებების განხორციელებას გეგმავენ, რაც 33 წლის სუარესის გაშვებასაც ითვალისწინებს.
“ვულვზი” მზადაა, ტრაორე გაუშვას
“ვულვერჰემპტონ ვანდერერსის” ხელმძღვანელები ადამე ტრაორეს ტრანსფერის თაობაზე შემოსული წინადადებების განხილვას გეგმავენ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” ყოფილი შემტევის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს “ლივერპულია”. ტრაორეს ტრანსფერით პირადად იურგენ კლოპი გახლავთ დაინტერესებული.
“ჩელსი” ტიაგო სილვას კანდიდატურას განიხილავს
“პარი სენ-ჟერმენიდან” წასული ტიაგო სილვა, შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” შემადგენლობაში ვიხილოთ. ინფორმაციას The Telegraph ადასტურებს.
ბრიტანული წყაროს ცნობით, “პენსიონერები” 35 წლის ტიაგო სილვას ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ გახანგრძლივების შესაძლებლობით.
მოურინიოს ბეილის ტრანსფერი სურს
ჟოზე მოურინიო გარეთ ბეილს გამოსავალს სთავაზობს. პორტუგალიელი სპეციალისტი თვლის, რომ უელსელი ფეხბურთელის ფორმაში დაბრუნების ერთადერთი გზა მისი “ტოტენჰემში” დაბრუნებაა.
El Espanol ირწმუნება, რომ მოურინიოს ინტერესის მიუხედავად ბეილი “სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლას მაინც არ აპირებს.
პატო “მილანში” ბრუნდება
30 წლის ალეშანდრე პატო ბრაზილიიდან ევროპლ ფეხბურთს უბრუნდება. Vozes do Gigante-ს ცნობით, 13 წლის შემდეგ, პატო კვლავაც “მილანის” ღირსებას დაიცავს.