დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 იანვარი
რონალდუს “იუვენტუსში” მარსელოს ხილვა სურს
ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდუს იმედი აქვს, რომ მარსელო მისი თანაგუნდელი გახდება.
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ ბრაზილიელ მარცხენა მცველს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ხშირად ესაუბრება.
“რეალს” ბერნანდო სილვა სურს
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალს” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, ბერნანდო სილვას შეძენა სურს.
Mirror-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” პორტუგალიელ ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდას აპირებს.
მოდრიჩს “რეალში” დარჩენა სურს
ლუკა მოდრიჩი აცხადებს, რომ მას მადრიდის “რეალში” დარჩენა სურს. ხორვატმა ნახევარმცველმა ეს კომენტარი “სევილიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა.
“ჩემი სურვილია, რომ “რეალში” კიდევ უფრო დიდი ხნით დავრჩე. აქ ბედნიერი ვარ”, – თქვა მოდრიჩმა.
“ბაიერნი” და “რეალი” კეინის შეძენას ცდილობენ
Don Balon-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო სეზონში “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, მაშინ დიდი შანსია, ჰარი კეინმა კლუბი შეიცვალოს.
ინგლისელი თავდამსხმელის შეძენას მიუნხენის “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” ცდილობენ.
მბაპე: “რეალი? მომავალში რა მოხდება, არავინ იცის”
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.
19 იანვარს “პარი სენ-ჟერმენმა” ლიგა 1-ში “გენგამი” 9:0 დაამარცხა. მბაპემ ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელს “სამეფო კლუბის” შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
“აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფეხბურთში მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2021 წლამდე მაქვს და ახლა სხვა თემებზე ფიქრის დრო არ არის”, – ციტირებს მბაპეს სიტყვებს “მარკა”.