დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 იანვარი

თარიღი: იანვარი 20, 2019

რონალდუს “იუვენტუსში” მარსელოს ხილვა სურს

ტურინის “იუვენტუსის” სუპერვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდუს იმედი აქვს, რომ მარსელო მისი თანაგუნდელი გახდება.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუ ბრაზილიელ მარცხენა მცველს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ხშირად ესაუბრება.

“რეალს” ბერნანდო სილვა სურს

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალს” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, ბერნანდო სილვას შეძენა სურს.

Mirror-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” პორტუგალიელ ფეხბურთელში დიდი თანხის გადახდას აპირებს.

მოდრიჩს “რეალში” დარჩენა სურს

ლუკა მოდრიჩი აცხადებს, რომ მას მადრიდის “რეალში” დარჩენა სურს. ხორვატმა ნახევარმცველმა ეს კომენტარი “სევილიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გააკეთა.

“ჩემი სურვილია, რომ “რეალში” კიდევ უფრო დიდი ხნით დავრჩე. აქ ბედნიერი ვარ”, – თქვა მოდრიჩმა.

“ბაიერნი” და “რეალი” კეინის შეძენას ცდილობენ

Don Balon-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო სეზონში “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, მაშინ დიდი შანსია, ჰარი კეინმა კლუბი შეიცვალოს.

ინგლისელი თავდამსხმელის შეძენას მიუნხენის “ბაიერნი” და მადრიდის “რეალი” ცდილობენ.

მბაპე: “რეალი? მომავალში რა მოხდება, არავინ იცის”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.

19 იანვარს “პარი სენ-ჟერმენმა” ლიგა 1-ში “გენგამი” 9:0 დაამარცხა. მბაპემ ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელს “სამეფო კლუბის” შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

“აქ თავს მართლაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფეხბურთში მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 2021 წლამდე მაქვს და ახლა სხვა თემებზე ფიქრის დრო არ არის”, – ციტირებს მბაპეს სიტყვებს “მარკა”.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვარანი “სიტისთან” მარცხზე: “პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”

მადრიდის “რეალის” ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, “მანჩესტერ სიტისთან” წაგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და პასუხისმგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლიონმა” “იუვენტუსის” ბარიერი დაძლია (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ლიონს” შორის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელიც იტალიელთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” “რეალი” მეორე მატჩშიც დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელიც [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაიცანით ეროვნული ლიგის კენიელი ვარსკვლავი ამოს ნონდი, რომელიც “დილას” ხერხემა

გორის “დილა” 16 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია და ყველა საუბრობს მიკოლა კოვტალიუკზე, გურამ გიორბელიძეზე, ნიკა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანის შეცდომა და სტერლინგის სწრაფი გოლი “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში რაჰიმ სტერლინგის სწრაფი გოლით გაიხსნა, რაშიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალექსის სანჩესი “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა

ალექსის სანჩესი მილანის “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა. კლუბმა ჩილელი ფეხბურთელი უსასყიდლოდ დაიმატა. შეგახსენებთ, რომ მანამდე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი გოლფის თამაშისას დააფიქსირეს (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი, რომელიც თვეში ხელფასის სახით ორ მილიონ ფუნტზე მეტს იღებს, კამერებმა გოლფის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამესი “რეალში” აღარ ითამაშებს

“ასის” ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ხამეს როდრიგესი აღარ სჭირდება. წყაროს თანახმად, 5 [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კანადურმა სარაგბო კლუბმა რუსული “ტამბოვი” გააშარჟა

რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე “ტამბოვმა” ახალი სეზონის დაწყებამდე ლოგო შეცვალა, რასაც კანადური სარაგბო კლუბი ირონიულად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არა გუარდიოლას! ვინ გახდება პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი?

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ ოთხი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურა წარმოადგინა, რომელთ შორისაც ფანებმა სეზონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან პერსი “ფეიენოორდის” სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა

“არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, რობინ ვან პერსი, კარიერას დამხმარე მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსმა” ახალი სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა (ფოტო)

ტურინის “იუვეტნუსმა” ახალი 2020/21 წლების სეზონის გასვლითი ფორმა წარადგინა, რომელიც მუქი ტონალობის ფერშია გადაწყვეტილი....
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “ბეილმა თავად გადაწყვიტა, რომ “სიტისთან” თამაში არ უნდა”

მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის 24-კაციანი განაცხადი წარადგინა, სადაც დისკვალიფიც...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო

“ბარსელონამ” თვალი სოიონჩუს დაადგა “ლესტერ სიტის” თურქი მცველი, ჩაღლარ სოიონჯუ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში “ბარსელონას&...
წაკითხვა
ფეხბურთი

UEFA: ევროტურნირები მაყურებლის გარეშე და გადადებული 19-წლამდე ელიტ-რაუნდი

6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების […]...
წაკითხვა