დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 20 ივნისი
ობამეიანგი “მანჩესტერ იუნაიტედში”?
არ არის გამორიცხული, “არსენალის” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი მიმდინარე ზაფხულში “არსენალში” ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბი მზადაა გაბონელ ფეხბურთელში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
“ლივერპული” დემბელეში 150 მილიონის გადახდას აპირებს
Don Balon-ის გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპული” “ბარსელონასთვის” უსმან დემბელეს სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს.
იურგენ კლოპს ფრანგი თავდამსხმელი ძალიან მოსწონს და მასთან მუშაობის სურვილი აქვს.
სებალოსი “მილანში”?
Calcio Mercato-ს ცნობით, “მილანი” და მადრიდის “რეალი” ერთმანეთს დანი სებალოსის ტრანსფერთან დაკავშირებით შეხვდებიან. “როსონერის” 22 წლის ნახევარმცველის შეძენა სურს. თავის მხრივ, ესპანურ მედიაში იწერება, რომ სებალოს ზიდანის გეგმებში არ შედის.
“ლივერპული” ორიჯის გაშვებას არ აპირებს
ბრიტანული მედიის ცნობით, “ლივერპული” ამ ზაფხულში დივოკ ორიგის გაშვებას არ გეგმავს. ბელგიელი თავდამსხმელის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, აქტიურობენ ესპანური და ინგლისური გუნდები.
დვალიშვილი ბათუმის “დინამოში” ითამაშებს
ვლადიმერ დვალიშვილი ამიერიდან ბათუმის “დინამოს” ღირსებას დაიცავს..
33 წლის თავდამსხმელმა “საბურთალო” დატოვა და ბათუმურ კლუბთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის “დინამოს” რიგებში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.