დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 აგვისტო
რაფაელ ბენიტესს კეროლი სურს
“მირორის” ცნობით, “ნიუკასლის” მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს “ვესტ ჰემის” თავდამსხმელის, ენდი კეროლის გადაბირება სურს. ასევე, ესპანელი სპეციალისტი ჯეკ უილშირითაა დაინტერესებული, რომელსაც “არსენალში” თამაში არ უწევს.
კალინიჩი “მილანში” სამედიცინო შემოწმებას გადის
“ფიორენტინას” ფეხბურთელი, ნიკოლა კალინიჩი “ლა მადონინას” კლინიკაში მივიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ხორვატი თავდამსხმელი “მილანთან” კონტრაქტს გააფორმებს.
ზლატანი “მანჩესტერთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტი მიმდინარე კვირაში გააფორმოს.
შეგახსენებთ, რომ ზლატანმა აპრილში ტრავმა მიიღო და ის დღემდე მკურნალობს. შვედი ფეხბურთელი ამჟამად თავისუფალი აგენტია.
მბაპე ვარჯიშიდან გაუშვეს
L’Equipe-ს ცნობით, გასულ სამშაბათს, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა კილიან მბაპე ვარჯიშიდან გაუშვა, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ანდრეა რაჯისთან იჩხუბა.
18 წლის თავდამსხმელის შეძენა არაერთ გრანდს სურს, შესაბამისად, ინციდეტმა შესაძლოა, მისი ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახადოს.
“არსენალი” ჩემბერლენს” ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ლონდონის “არსენალმა” ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. “მეთოფეები” ფეხბურთელს კვირაში 125 000 ფუნტ სტერლინგს ჰპირდებიან.
ამავდროულად, ცნობილია, რომ ჩემბერლენის შეძენის სურვილს “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გამოთქვამს.