დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 აგვისტო
ფალკაო “გალათასარაის” უახლოვდება
Don Balon-ის ცნობით, “მონაკოს” თავდამსხმელი, რადამელ ფალკაო “გალათასარაიში” გადასვლასთან” ახლოსაა. გავრცელებული ინფორმაციით, კოლუმბიელ თავდამსხმელს კლუბის შეცვლა სურს, მისი ერთ-ერთი სასურველი ადგილი კი “გალათასარაია”.
მანჯუკიჩი “ბარსელონაში”?
Tuttosport-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” “იუვენტუსის” თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის გადაბირებაზე ფიქრობს.
არ არის გამორიცხული, მანჯუკიჩი რაკიტიჩის ტრანსფერში ჩაერთოს. ცნობილია, რომ “იუვეს” რაკიტიჩის შეძენა სურს.
“პარი სენ-ჟერმენს” დონარუმას შეძენა სურს
Calciomercato-ს ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “მილანის” მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას შეეცდება.
20 წლის მეკარით არაერთი კლუბია დაინტერესებული. შესაძლოა, ტრანსფერში დიდი როლი ლეონარდომ ითამაშოს, რომელიც პსჟ-ში დაბრუნებამდე “მილანში”, სპორტული დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.
“ბაიერნს” ბოატენგიც ტოვებს?
“მარკას” ცნობით, მომდევნო ფეხბურთელი, რომელიც “ბაიერნს” დატოვებს, ჟერომ ბოატენგი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბავარიული კლუბი ზაფხულში მატს ჰუმელსმა, არიენ რობენმა, ფრანკ რიბერიმ და რაფინიამ დატოვეს.
იკარდი “ინტერიდან” არ მიდის
Corriere dello Sport-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლიმ” და “ინტერმა” მაურო იკარდის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, არგენტინელი ფეხბურთელი კლუბს არ ტოვებს.
არგენტინელმა თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ მილანში ახალი სახლი შეიძინა და როგორც ჩანს, მას ამ ქალაქის დატოვება ჯერ არ უნდა.