დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 იანვარი)
“იუვენტუსი” ემრე ჩანს აკვირდება
“ბიანკონერის” ხელმძღვანელებმა გუნდის მთავარ სკაუტებს “ლივერპულის” გერმანელი მაესტროსთვის, ემრე ჩანისთვის თვალყურის დევნება დაავალეს. აღსანიშნავია, რომ ჩანი იურგენის გეგმებში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, ასე რომ, რაც მისი “ენფილდიდან” წასვლის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
“პსჟ” ფრენკ კესიეს ტრანსფერზე მუშაობს
“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მზად არიან “ატალატას” ცენტრალური ნახევარმცველის, ფრანკ კესიესთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” გაუწიონ კონკურენცია. როგორც ცნობილი ხდება, იტალიური კლუბი მას 30 მილიონ ფუნტად აფასებს.
პერიშიჩის ტრანსფერზე სამი ინგლისური კლუბი მუშაობს
Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ინტერის” 27 წლის ლიდერის, ივან პერიშიჩის გადაბირებით სამი ინგლისური კლუბია დაინტერესებული – “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “ლივერპული”.
პსჟ ადამ ლალანასა და დელე ალის გადაბირებას აპირებს
როგორც ცნობილი ხდება, ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები კვლავ აპირებენ სატრანსფერო ბაზარზე თავიანთი ჰეგემონიის დამყარებას. ამჯერად, ფრანგთა ინტერესთა სფეროში “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ფლეიმეიკერები ადამ ლალანა და დელე ალი მოხვდნენ.
დი მარია: “წავალ თუ არა ჩინეთში?”
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიურ სუპერ ლიგაშე მოთამაშე რამდენიმე გუნდს “პსჟ”-ს შემტევის, ანხელ დი მარიას შეძენა სურს. ამ თემაზე არგენტინელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ყველა ფეხბურთელს აქვს არჩევნის გაკეთების უფლება.ზოგ მათგანს უნდა, რომ ჩინეთში წავიდს, ითამაშოს და გაცილებით მეტი ფული იშოვოს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. მე კი ჩემი გზა გამაჩნია, რომელსაც საკუთარ ოჯახთან ერთად ბედნიერად მივყვები.”
“ინტერი” ხამესისთვის იბრძოლებს
გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport იტყობინება, რომ “ინტერის” მესვეურები მადრიდული “რეალის” კოლუმბიელი შემტევის, ხამეს როდრიგესის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. წყაროს ცნობით, “ნერაძური” მზადაა, ხამესის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს.