WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (418926) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 იანვარი

თარიღი: იანვარი 22, 2020

ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკი” დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მისი დამატება თემურ ქეცბაიას “ანორთოსისს” სურს.

ჯანო ანანიძე “სპარტაკის” ღირსებას 2009 წლიდან იცავდა. ამ ხსნის განმავლობაში ის ორჯერ იყო განათხოვრებული: 2013-2014 წლების სეზონი “როსტოვში”, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი “კრილია სოვეტოვში” გაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად ათი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ალეგრი, შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს

Calciomercato-ს ინფორმაციით, შესაძლოა, მასიმილიანო ალეგრი “მილანის” მთავარ მწვრთნელად ვიხილოთ. ალეგრისთან მუშაობის სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამდა, თუმცა მანჩესტერელები მაურისიო პოჩეტინოზე გადაერთვნენ.

ალეგრი “მილანს” 2010-2014 წლებში წვრთნიდა.

ვერნერი “ბარსელონაში”?

“ლაიფციგის” თავდამსხმელ ტიმო ვერნერს ბევრ კლუბს უკავშირებენ, ახლა კი მისი “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზეც დაიწყერა.

გამოცემა SPORT-ის ცნობით, კატალონიელები ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ ვარიანტად ტიმო ვერნერს განიხილავენ.

მერტენსს “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგძლივება სურს

Sky Sport Italia-ს ცნობით, დრის მერტენსს “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგძლივება სურს.

ბელგიელი თავდამსხმელი ნეაპოლურ კლუბში 2013 წელს გადავიდა და მას შემდეგ “ნაპოლის” მაისურით 300 მატჩზე მეტი ჩაატარა.



მსგავსი სიახლეები