დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 ივლისი
ზანიოლო “რეალში”?
Corriere della Sera-ს ცნობით, მადრიდის “რეალი” “რომას” შემტევი ნახევარმცველის, ნიკოლო ზანიოლოს შეძენაზე ფიქრობს.
მადრიდელები ზანიოლოს მიმართ ინტერესს გასული სეზონის მიმდინარეობის დროსაც გამოხატავდნენ, მაგრამ მაშინ მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
ფილიპე ლუიში “ფლამენგოში” ითამაშებს
მადრიდის “ატლეტიკო” მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუიშმა დატოვა. 33 წლის ფეხბურთელი კარიერას ბრაზილიურ “ფლამენგოში” გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუიში “ფლამენგოსთან” 2-წლიან ხელშეკრებულებას გააფორმებს.
“არსენალს” სებალოსი სურს
ლონდონის “არსენალს” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, დანი სებალოსის იჯარით დამატება სურს. Daily Mail-ის ცნობით, მადრიდელები სებალოსის იჯარაზე თანახმა არიან, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე სხვა დეტალები უნდა მოგვარდეს.
ანდრე სილვა “მონაკოში”?
Calciomercato-ს ცნობით, “მილანის” თავდამსხმელი, ანდრე სილვა შესაძლოა, “მონაკოში” ვიხილოთ. “როსონერი” პორტუგალიელ ფეხბურთელში 30 მილიონ ევროს ითხოვს.
როგორც იცით, “მილანმა” სილვა გასულ სეზონში “სევილიაში” გაანათხოვრა.
ზიდანი: “იმედია, ბეილი მალე დაგვტოვებს, ეს ყველასათვის კარგი იქნება”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “ბაიერნთან” გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ბეილზე ისაუბრა.
ფრანგ მწვრთნელს ჰკითხეს, თუ რატომ არ ითამაშა უელსელმა შემტევმა მიუნხენელთა წინააღმდეგ.
“ბეილმა იმიტომ არ ითამაშა, რომ ის გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა. იმედია, მალე დაგვტოვებს, ეს ყველასათვის კარგი იქნება. მის ტრანსფერზე ვმუშაობთ.
მასთან პირადი უთანხმოება არ მაქვს, თუმცა მე გადაწყვეტილებები უნდა მივიღო, ცვლილებები კი საჭიროა. გუნდის დატოვება როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. შეიძლება, 24 ან 48 საათში ყველაფერი გადაწყდეს, ეს კი ყველასათვის კარგი იქნება”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Goal.Com.