დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 ივლისი)

თარიღი: ივლისი 21, 2016

გადაწყვეტილია ! პიაცა “იუვენტუსს” შეუერთდა

მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “დინამო ზაგრების” ლიდერის, მარკო პიაცას ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს. 21 წლის შემტევის სანაცვლოდ, იტალიურმა გრანდმა 23 მილიონი ევრო გადაუხადა ხორვატულ გრანდს. პიაცამ ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ინგლისის ნაკრებს სემ ალარდაისი ჩაიბარებს

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისური ფეხბურთის ფედერაციაში მხარს სემ ალარდაისის კანდიდატურას უჭერენ. გარდა ამისა, დღეს “დიდმა სემმა” “სანდერლენდის” ვარჯიში ნაადრევად დატოვა. ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინგლისელი სპეციალისტი “სამ ლომს” უახლოეს მომავალში ოფიციალურად ჩაიბარებს.

მანჩინის “ინტერში” ბალოტელის მიყვანა სურს

მართალია, რომ რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის “მანჩესტერული” თანამშრომლობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც Tuttosport იუწყება, რობერტო მანჩინი კვლავ აპირებს გუნდში იტალიელი ფორვარდის მიყვანას.

დიეგო სიმეონე “ატლეტიკოსა” და არგენტინის ნაკრებს ერთდროულად გაწვრთნის?

As-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია გვამცნობს, რომ არგენტინული ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნასთან ერთად “ატლეტიკოში” მუშაობის უფლებაც მისცენ.

99999999999

“ფენერბახჩე” რობინ ვან პერსის არ გაყიდის

მიუხედავად ინგლისური “სტოკის” ინტერესისა, თურქული “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელები რობინ ვან პერსის გაყიდვას არ აპირებენ.

“ჰამბურგმა” ჰალილოვიჩი დაიმატა

“ჰამბურგის” ხელმძღვანელებმა ხორვატი ნახევარმცველის, ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“იუნაიტედი” ბონუჩისთვის იბრძოლებს?

ESPN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “იუვენტუსის” ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადაბირებას აპირებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 60 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის გადაბირება “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტისაც” სურს.

“ლივერპულმა” ვეინალდუმის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

ინგლისური “ნიუკასლის” ხელმძღვანელები მზად არიან გაუშვან ჯორჯინიო ვეინალდუმი “ლივერპულში”, იმ შემთხვევაში, თუ “წითლები” 25 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ცნობისათის გეტყვით, რომ “ნიუკასლმა” ჰოლანდიელი ფეხბურთელი 14.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რომელმა ხუთმა კლუბმა გამოთქვა კვარაცხელიას დამატების სურვილი ბოლო 3 თვეში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კაცი მწვრთნელი ქალების გასახდელში უნებართვოდ შედიოდა” – ქართველი ფეხბურ

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებას აქვეყნებს და სასამართლოში ქალი ფეხბურთელების უფლებებს დაიცავს, რომლებიც სექსუალური და [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 წითელი ბარათი, გინება, ნივთის სროლა – არეულობა “თელავი” – “

28 ოქტომბერს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “თელავმა” საკუთარ მოედანზე “საბურთალო” მიიღო და ფრედ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” “თელავის” წინააღმდეგ სათადარიგო სკამზე 3 ფეხბურთელი ჰ

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “თელავი” “საბურთალოს” მასპინძლობს და მე-20 წუთზე ანგარიში 1-1 არის. თბილისელთა მხრიდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დორტმუნდის “ბორუსიას” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას სურს!

ცნობილი რუსული გამოცემა Championat-ის ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიას” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს. “ხვიჩას მიმართ დაინტერესება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქობულეთის “შუქურას” 6 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის “შუქურას” 6 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და “შუქურასა” და “შევარდენის” გადადებული მატჩი 25 ნოემბე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისი: “ხვიჩა კვარაცხელია დორტმუნდის “ბორუსიაში” სათამაშოდ მზად

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის “ბორუსიაში” შესაძლო ტრანსფერის საკითხს გამოეხმაურა. რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუ: “PCR ტესტი სისულელეა”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თავს კარგად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” – “რომას” მსაჯს ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

იტალიური გამოცემა Mediaset ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “მილანი”-“რომას” მატჩის მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ მესის, რონალდუსა და რაულის შედეგი გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ქამბექი შეასრულა (2:2) და მადრიდშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” კიდევ ერთ ნიდერლანდელ შემტევს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, გუნდში კიდევ ერთი ნიდერლანდელი შემტევის მოყვანის შესაძლებლობას განიხილავს. როგორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანების მუქარის გამო, პიკფორდმა ოჯახისთვის პირადი მცველები დაიქირავა

ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, განრისხებულმა ფანებმა ჯორდან პიკფორდი იძულებული გახადეს, რომ თავისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემა მენდის: “ვინისიუსი ჩვენ წინააღმდეგ თამაშობს” (ვიდეო)

27 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიონხენგლადბახის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: მესამე სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   A […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიოგო ჟოტა “ლივერპულის” ისტორიაში მე-1000 გოლის ავტორი გახდა (ვიდეო)

ჟოტას გოლი “მიდტიულანდის” კარში იხილეთ ვიდეო ⚽️ Diogo Jota scoring the 𝟏𝟎,𝟎𝟎𝟎 goal in Liverpool […]...
წაკითხვა