დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 ივნისი)
სანე “მანჩესტერი სიტიში” საეჭვოა (Mirror)
ბოლო დროს ბრიტანულ პრესაში ხშირად წერნდნენ იმის შესახებ, რომ “მანჩესტერ სიტის” “შალკეს” ფეხბურთელის, ლეროი სანეს შეძენა სურს. თუმცა, როგორ ირკვევა, 20 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში მინიმუმ ერთი წლით კიდევ დარჩება.
ბრაზილიელი ტალანტისათვის “მანჩესტერ სიტი” და “ბარსელონა” იბრძოლებენ (Sun)
ბრიტანული მედიის ცნობით, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” “პალმეირასის” 19 წლის ფეხბურთელის, გაბრიელ ჟესუსის შეძენა სურთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერელები ახალგაზრდა თავდამსხმელში 16 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიან.
ბონუჩი “მანჩესტერ იუნაიტედში”? (ESPN)
არ არის გამორიცხული, ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი “მანჩესტერ იუნაიტედში” ვიხილოთ. გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს მისი შეძენა სურს.
“რეალი” 160 მილიონს გადაიხდის? (Gazzetta dello Sport)
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალი” პოლ პოგბაში 160 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. “სამეფო კლუბის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს პოგბას თავის გუნდში ხილვა ძალიან უნდა.
ბონუჩის შეძენა კონტესაც სურს (Sun)
“მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა, ტურინის “იუვნეტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველის, ლეონარდო ბონუჩის შეძენა “ჩელსისაც” სურს. ლონდონელებს 11 ივნისიდან ანტონიო კონტე გაწვრთნის, რომელიც ბონუჩის კარგად იცნობს.