დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 ივნისი
დუგლას კოშტა ინგლისში?
ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი დუგლას კოშტა, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, მას ტურინის დატოვება სურს. ამავდროულად, მის მიმართ ინტერესს “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენს.
“ბარსელონა” პსჟ-ს კოუტინიოსა და 100 მილიონ ევროს სთავაზობს
ესპანური გამოცემა Sport იუწყება, რომ კატალონიის “ბარსელონა” “პარი სენ-ჟერმენს” ნეიმარის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროსა და კოუტინიოს სთავაზობს. ასევე, ნეიმარის ტრანსფერზე მადრიდის “რეალიც” მუშაობს.
“რეალის” პრიორიტეტი პოგბაა
მადრიდის “რეალს” ნახევარდაცვის გაძლიერება პოლ პოგბათი სურს. “სამეფო კლუბი” ორ ვარიანტზე მუშაობს – პოგბა და ერიქსენი. თუმცა, მადრიდელა პრიორიტეტი ფრანგი ფეხბურთელის შეძენაა. ამავდროულად, პოგბას დამატების დიდი სურვილი ტურინის “იუვენტუსს” აქვს.
“რეალი” ხამესის იჯარით “ნაპოლიში” გაშვებას არ აპირებს
“ნაპოლის” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის ხამეს როდრიგესის იჯარით დამატება სურს. კოლუმბიელი ნახევარმცველი კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშეა.
ესპანური მედიის ცნობით, “სამეფო კლუბს” ხამესის იჯარით გაშვება არ სურს, ამიტომ დიდი შანსია, ტრანსფერი არ შედგეს.
რომანიოლი “მილანს” დატოვებს?
Tuttosport-ის ცნობით, “ბარსელონა” მზადაა “მილანის” კაპიტნის, ალესიო რომანიოლის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბი “როსონერისათვის” შეთავაზებას ამზადებს.
ამავდროულად, “მილანს” კაპიტნის გაშვება არ სურს და დიდი ალბათობით, “ბარსელონას” უარით გაისტუმრებს.