დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (22 აგვისტო)
გაბიგოლი და “ინტერი” – ისევ შესაძლებელია
მილანის “ინტერი” “სანტოსის” თავდამსხმელის, გაბრიელ ბარბოსას შეძენას კვლავაც შეეცდება. დიდი ალბათობით, “ნერაძური” 19 წლის ფეხბურთელს იანვარში დაიმატებს.
“ვესტ ჰემს” ბონის შეძენა სურს
Daily Mail-ის ცნობით, დიდი შანსია, “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ვილფრიდ ბონი “ვესტ ჰემში” ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოტდიუვარელი თავდამსხმელი პეპ გვარდიოლას გეგმებში არ ჯდება.
იასპერ სილესენი “ბარსელონას” უახლოვდება
Sky Sports-ის ცნობით, მალე “აიაქსის” მეკარე იასპერ სილესენი კატალონიის “ბარსელონაში” ჩაირიცხება. ჰოლანდიელი კარის დარაჯი კლაუდიო ბრავოს შემცვლელი იქნება.
კონტეს მანჯუკიჩი სურს
ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს თავის გუნდში “იუვენტუსის” თავდამსხმელის, მარიო მანჯუკიჩის ხილვა სურს. იტალიელი სპეციალისტი ხორვატ შემტევს ლუკაკუს ალტერნატივად მიიჩნევს.
ლუკაკუ “ევერტონთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს?
Sky Sports-ის ცნობით, დიდი შანსია, რომელუ ლუკაკუმ “ევერტონთან” ახალი კონტრაქტი გააფორმოს. ბელგიელ თავდამსხმელს “ჩელსიში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ის თავის გუნდში რჩება.