დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (22 ივნისი)
ნოლიტო “მანჩესტერ სიტიში”? (Guardian)
Guardian-ის ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტიმ” ნოლიტოსთან პირადი დეტალები შეათანხმა. ესპანელი ფეხბურთელი “ქალაქელებში” ხელფასის სახით, წელიწადში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
“ჩელსი” ბონუჩიში 20 მილიონს იხდის (Sun)
ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” ბონუჩიში 20 მილიონ ევროს იხდის. Sun-ის ცნობით, ლონდონელები იტალიელ მცველს სეზონში 6.7 მილიონ ევროს გადაუხდიან.
“ლივერპულს” კოვაჩიჩი სურს (Express)
“ლივერპულს” მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის შეძენა სურს. იმ შემთხვევაში თუ ინგლისელები მის შეძენას გადაწყვეტენ, მაშინ მასში 23 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.
მოურინიოს დრაქსლერი მოსწონს (Daily Star)
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს “ვოლფსბურგის” შემტევის, იულიან დრაქსლერის თავის გუნდში ხილვა სურს. მანჩესტერელებმა მასში 39 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.
კანდრევა “ინტერში”? (Gazzetta dello Sport)
მილანის “ინტერი” ანტონიო კანდრევას აგენტს ესაუბრება. “ნერაძურის” იტალიის ნაკრების წევრთან ოთხწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, ფეხბურთელი კი სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.
“ბარსელონა” და “ვალენსია” დუგლას სანტოსით დაინტერესდნენ (AS)
ესპანურ კლუბებს – “ბარსელონასა” და “ვალენსიას” “ატლეტიკო მინეიროს” მარცხენა მცველის, დუგლას სანტოსის შეძენა სურთ. 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს უტოლდება.