დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 მაისი
“მარსელი” რიბერის დაბრუნებაზე ფიქრობს
მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი შესაძლოა, “მარსელში” დაბრუნდეს.
გერმანული წყაროების ცნობით, ფრანგული კლუბი 34 წლის გარემარბის დაბრუნებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ რიბერი “მარსელის” ღირსებას 2005–2007 წლებში იცავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუნდის უფროსობამ შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება უკვე დაიწყო.
ფრანკ რიბერისა და “ბაიერნს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 30 ივნისს გასდის.
“ატლეტიკოს” კოშტას დაბრუნება სურს
ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ მადრიდის “ატლეტიკო” ზაფხულში დიეგო კოშტას დამატებას შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის თავდამსხმელი “ჩელსიში” გადასვლამდე სწორედ “ატლეტიკოში” თამაშობდა.
დავიდ ოსპინა “ფენერბახჩეში”?
ლონდონის “არსენალის” მეკარე დავიდ ოსპინა “ფენერბახჩესთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. “მირორის” ცნობით, დიდი შანსია, კოლუმბიელი მეკარე თურქეთში ვიხილოთ.
28 წლის ფეხბურთელს “არსენალში” სათამაშო დროის ნაკლებობა არ მოსწონს.
“ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” ბაკაიოკო სურთ
ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ლივერპული” ზაფხულში ტიემუე ბაკაიკოსათვის იბრძოლებენ. 22 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშით ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო.
კოშელნი “არსენალის” დატოვებას აპირებს
“არსენალის” ცენტრალური მცველი, ლორან კოშელნი გუნდის დატოვებას აპირებს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს და ამიტომ “მარსელთან” მოლპარაკებებს მართავს.
კოშელნისა და “არსენალს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა წელიწადში ეწურება.