დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (23 აგვისტო)
დროგბა “ასტონ ვილაში” გადასვლას უარყოფს
“მონრეალ იმფაქტის” თავდამსხმელი, დიდი დროგბა “ასტონ ვილასთან” მოლაპარაკებებს უარყოფს. კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა: “მონრეალ იმფაქტის” ვარჯიშიდან ახლა დავბრუნდი და უამრავი მესიჯი დამხვდა, სადაც წერია, რომ დღეს ბირმინგემში ვიყავი.”
“ჩელსის” მაქსიმოვიჩი სურს
ლონდონის “ჩელსის” “ტორინოს” ცენტრალური მცველის, ნიკოლა მაქსიმოვიჩის შეძენა სურს. Daily Mail-ის ცნობით, 24 წლის სერბი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “ნაპოლიც” იჩენს.
ლიხტშტაინერი დორტმუნდის “ბორუსიაში”?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დორტმუნდის “ბორუსიამ” ტურინის “იუვენტუსს” სტეფან ლიხტშტაინერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. Premium Sport-ის ცნობით, “ბიანკონერის” შვეიცარიელი მარჯვენა მცველის გაყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
სილესენი “ბარსელონაში” გადასვლა გადაიდო?
Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიის “ბარსელონამ” სილესენის დამატება ცოტა ხნით გადადო, მიზეზი კი “აიაქსის” მიერ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ჩასატარებელი მეორე შეხვედრაა. მეკარე ამ მატჩში ამსტერდამელებს დაეხმარება, შემდეგ კი კატალონიაში გაემგზავრება.
კანკავა, შესაძლოა, “რეიმსში” დარჩეს
“რეიმსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟინ-პიერ კაილომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ჯაბა კანკავამ გუნდი არ შეიცვალოს.
“თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, ლიგა 1-ში დავბრუნდებით. რაც შეეხება კანკავას, შესაძლებელია, ის გუნდში დარჩეს”, – განაცხადა “რეიმსის” მთავარმა მწვრთნელმა გუშინ, “რედ სტართან” მოგებული მატჩის შემდეგ.