დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 აგვისტო
“რომა” კალინიჩის შეძენას გეგმავს
“რომა” მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელის, ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერზე მუშაობს. Calcio Mercato-ს ცნობით, რომაელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რათა შეთანხმება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შედგეს.
ცნობილია, რომ 31 წლის ფეხბურთელს “გალათასარაიც” დაუკავშირდა, თუმცა თავად კალინიჩს სერია A-ში თამაში ურჩევნია.
ნავასი პსჟ-ში?
მადრიდის “რეალის” მეკარე, კეილორ ნავასი შესაძლოა, მალე კლუბიდან წავიდეს. AS-ის ცნობით, მისი შეძენა “პარი სენ-ჟერმენს” სურს.
როგორც იცით, “რეალის” პირველი მეკარე ტიბო კურტუაა და ნავასს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ სურს.
“ბარსელონამ” “ინტერი” უარით გაისტუმრა
მილანის “ინტერს” “ბარსელონას” ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენა სურდა. მილანურმა კლუბმა კატალონიელებს წინადადებით მიმართა, თუმცა “ბარსელონამ” “ინტერს” ტრანსფერზე უარი უთხრა.
იკარდი “ინტერთან” ერთად ივარჯიშებს
მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ დაადასტურა, რომ იკარდი გუნდში რჩება და სხვაგან გადასვლას არ აპირებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი გუნდთან ერთად ვარჯიშს ჩვეულებრივ გააგრძელებს.