დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 იანვარი
მარსელო “იუვენტუსში” გადასვლაზე თანახმაა
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, მარსელო ტურინის “იუვენტუსში” გადასვლაზე თანახმაა.
“ტუტოსპორტის” ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “რეალის” ხელმძღვანელებს ასეთი რამ უთხრა: “თუ ისინი შემოთავაზებას გამოაგზავნიან, წასვლის ნება უნდა მომცეთ.”
“რეალი” ერიქსენის ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვას გეგმავს
ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” კრისტიან ერიქსენის ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვას აპირებს.
კოლუმბიელი ფეხბურთელი ამჟმად “ბაიერნში” იჯარით იმყოფება. რაც შეეხება ერიქსენს, “ტოტენჰემის” ნახევარმცველის შეძენა “სამეფო კლუბს” დიდი ხანია სურს.
“ინტერმა” პერიშიჩს ფასი დაადო
მილანის “ინტერის” ფეხბურთელის, ივან პერიშიჩის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის კი ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის “ატლეტიკო” აქტიურობენ.
“ინტერმა” ხორვატ შემტევს ფასი დაადო – 45 მილიონი ევრო. შესაბამისად, მის მსურველებს ამ თანხის გადახდა მოუწევთ.
“დორტმუნდი” ვერნერით დაინტერესებული არ არის
kicker-ის ცნობით, დორტმუნდის “ბორუსია” “რედ ბულ ლაიფციგის” თავდამსხმელით, ტიმო ვერნერით დაინტერესებული არ არის.
ვერნერის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს, თუმცა დიდი შანსია, ის “ბაიერნში” ვიხილოთ.
ბალოტელი “მარსელში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის
“ნიცას” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი უახლოეს ხანებში “მარსელში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.
იტალიელ ფეხბურთელს საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 51 მატჩში 33 გოლი დაუგროვდა.