დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 23 იანვარი

თარიღი: იანვარი 23, 2019

მარსელო “იუვენტუსში” გადასვლაზე თანახმაა

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველი, მარსელო ტურინის “იუვენტუსში” გადასვლაზე თანახმაა.

“ტუტოსპორტის” ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “რეალის” ხელმძღვანელებს ასეთი რამ უთხრა: “თუ ისინი შემოთავაზებას გამოაგზავნიან, წასვლის ნება უნდა მომცეთ.”

“რეალი” ერიქსენის ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვას გეგმავს

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” კრისტიან ერიქსენის ტრანსფერში ხამეს როდრიგესის ჩართვას აპირებს.

კოლუმბიელი ფეხბურთელი ამჟმად “ბაიერნში” იჯარით იმყოფება. რაც შეეხება ერიქსენს, “ტოტენჰემის” ნახევარმცველის შეძენა “სამეფო კლუბს” დიდი ხანია სურს.

“ინტერმა” პერიშიჩს ფასი დაადო

მილანის “ინტერის” ფეხბურთელის, ივან პერიშიჩის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, მათ შორის კი ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედი” და მადრიდის “ატლეტიკო” აქტიურობენ.

“ინტერმა” ხორვატ შემტევს ფასი დაადო – 45 მილიონი ევრო. შესაბამისად, მის მსურველებს ამ თანხის გადახდა მოუწევთ.

“დორტმუნდი” ვერნერით დაინტერესებული არ არის

kicker-ის ცნობით, დორტმუნდის “ბორუსია” “რედ ბულ ლაიფციგის” თავდამსხმელით, ტიმო ვერნერით დაინტერესებული არ არის.

ვერნერის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს, თუმცა დიდი შანსია, ის “ბაიერნში” ვიხილოთ.

ბალოტელი “მარსელში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის

“ნიცას” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი უახლოეს ხანებში “მარსელში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.

იტალიელ ფეხბურთელს საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 51 მატჩში 33 გოლი დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰოლანდი: “ვგრძნობ, რომ მეტი შემიძლია”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა “პარი სენ-ჟერმენთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იც...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტსონი: “ატლეტიკომ” გამარჯვება ისე აღნიშნა, თითქოს ისინი მეოთხედფინალში გა

“ლივერპულის” მარცხენა მცველმა, ენდი რობერტსონმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” — “ლივერპული” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დორტმუნდი” — “პსჟ” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის “ბორუსიასა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო GOAL! 1-0⚽️ @ErlingHaaland #BVBPSG pic.twitter.com/lSBTAw0bdj — Borussen ✍🏼 (@BorussenEdits) February 18, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” – “ლივერპული” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება. უკვე ცნობილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დელ პიერო: “სალაჰი უკვე ღმერთია – არა მხოლოდ ეგვიპტეში”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ, “ლივერპულის” ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს შეაქო, რომელიც ინგლისში 2017 წლიდან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიგუ: “მბაპე “რეალისთვის” დიდებული შენაძენი იქნებოდა”

პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “მე თუ მეოთხე დონეზე ვარ, მაშინ სიმეონე მეთორმეტეზეა”

იურგენ კლოპი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წარმატებულობასთან ერთად თავისი ქარიზმატულობითაც გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ დიეგო სიმეონე მასზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი იქნება 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ბურთი (ფოტო)

“ადიდასმა” ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ფინალური მატჩის ოფიციალური ბურთის ფოტოები გაავრცელა. ბურთი უახლესი ტექოლოგიებითაა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლამპარდი: “მაგუაირი უნდა გაეძევებინათ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ჰარი მაგუაირი ბატშუაისთან უხეშობის გამო მოედნიდან უნდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი მაგუაირის გოლი “ჩელსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Maguire goal vs Chelsea (0-2) Fernandes with the assist #mufc pic.twitter.com/8GXyMroESm — United […]...
წაკითხვა