დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (23 იანვარი)

თარიღი: იანვარი 23, 2017

ჩინელები დანი ალვეშს წელიწადში 10 მილიონს სთავაზობენ


ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელმა მცველმა, დანი ალვეშმა კარიერა შესაძლოა, ჩინეთში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ხდება, 33 წლის მცველის გადაბირებით სამი ჩინური გუნდია დაინტერესებული.

France Football-ის ცნობით, სამივე გუნდი (“ჰებეი ჩაინა ფორჩუნი”, “შანხაი ტელეისი” და “ტიანძინი”) მზადაა, მას წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.


“ჩელსის” ფეხბურთელები გუნდში ჰარტის მოყვანას ითხოვენ


The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” წამყვანმა ფეხბურთელებმა გუნდის თავკაცს, ანტონიო კონტეს ჯო ჰარტის გადაბირება და ინგლისელი მეკარით ტიბო კურტუას ჩანაცვლება მოსთხოვეს.

როგორც იცით, “არისტოკრატთა” ბელგიელი მეკარე მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული და საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ზაფხულში მან “სტემფორდ ბრიჯი” დატოვოს.


რონალდინიო პროფესიონალურ ფეხბურთში ბრუნდება


როგორც ცნობილი ხდება, ბრაზილიური და არა მარტო ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო დიდ ავიაციაში ბრუნდება. ESPN Brazil-ის ცნობით, “ბარსას” ექს-ფორვარდი “კორიტიბაში” გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. თუმცა, ბრაზილიური “კორიტიბა” მას კვირაში 22 000-იან ხელფასსა და დაცვას ჰპირდება, რაზეც უარი თქმა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო.


“ინტერი” პერიშიჩის სანჩესში გაცვლას აპირებს


მილანური “ინტერის” ხელმძღვანელებმა მიზნად ლონდონის “არსენალის” ჩილელი ნახევარმცველის, ალექსის სანჩესის გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას იტალიური გამოცემა, CalcioMercato გვაწვდის.

როგორც ცნობილი ხდება, საჭიროების შემთხვევაში, “ნერაძურის” მმართველები მზად არიან, ტრანსფერში პერიშიჩიც ჩართონ, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება.


დატოვებს თუ არა ზამთარში მჭედლიზე “ემპოლის” რიგებს?


– არის თუ არა იმის შანსი, რომ ზამთარში “ემპოლი” დატოვოთ?

– ტრანსფერის რაღაც შანსი ყოველთვის არის. შესაძლოა, ხვალ გავიღვიძო და აბსოლუტურად სხვა გუნდში წავიდე. ამ მომენტში რთულია ამაზე ლაპარაკი. ის, რომ იანვარში გუნდმა სადმე გამიშვას, თითქმის გამორიცხულია. დღეს “ემპოლის” ფეხბურთელი მქვია, აქ ყველა მენდობა და მზად ვარ, ამ გუნდისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამ მომენტში მეტზე, არაფერზე ვფიქრობ. (ნაწყვეტი ინტერვიუდან)


“პალასი” ვან ანჰოლტის სანაცვლოდ 12 მილიონს იხდის


პატრიკ ვან ანჰოლტი “კრისტალ პალასში” გადასვლას კიდევ უფრო მიუახლოვდა. როგორც ცნობილი ხდება, “არწივთა” ბოსი, სემ ალარდაისი თანახმაა მცველის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

The Telegraph-ის ცნობით, ვან ანჰოლტს, რომელსაც სემ ალარდაისის მხარდამხარ მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, პაპა სუარეს შემცვლელად მოისაზრებენ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ბათუმის სტადიონის უნიკალურობა – რა მოეწყობა სტადიონის პარკინგზე?

ბათუმის სტადიონის საპარკინგზე ადგილზე კინოთეატრი მოეწყობა. 298 ათას ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა აჭარის პროექტების მართვის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაიფციგი” – “ატლეტიკოს” მატჩის საუკეთესო მოთამაშე დასახელდა

13 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლაიფციგმა” “ატლეტიკო” 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

13 აგვისტოს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლაიფციგმა” მადრიდის “ატლეტიკო” 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის უფლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაიფციგმა” “ატლეტიკოს” ბარიერი დაძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფ

ლისაბონში მდებარე სტადიონ “ეშტადიუ ჟოზე ალვალადეზე” “ლაიფციგსა” და მადრიდის “ატლეტიკოს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადამსის გოლი “ატლეტიკოს” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Goal Tyler Adams! #RBLATM pic.twitter.com/UTwLa02jzi — The Football Structure (@TheFS_Live) August 13, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი გახდა

უკრაინის პირველი ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი ნიკა სიჭინავა გახდა. სიჭინავა “ინგულეცის” თავდამსხმელია, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსს” რონალდუს მოშორება სურს. კრიშტიანუ შესაძლოა, მესის თანაგუნდელიც კი

ტურინის “იუვენტუსს” კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა უნდა. “ბებერ სინიორას” შექმნილი ფინანსური კრიზისის პირობებში საკლუბო ბიუჯეტის გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატუიდი ბექჰემის კლუბში გადავიდა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. 33 წლის ფრანგი შუახაზელი მაიამის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიკა ნინუა სალონიკში ჩავიდა – 3 საათში სამედიცინო შემოწმება

თბილისის “დინამოს” 21 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა უკვე სალონიკში ჩავიდა და  “პაოკთან” კონტრაქტს გააფორმებს. Gazzeta.gr-ის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

შეთანხმებაში ჩაწერილი აკრძალული პუნქტი და ფიფასგან დაჯარიმებული “იუვენტუსი”

2019 წლის იანვარში ტურინის “იუვენტუსმა” მეჰდი ბენატია ყატარის “ალ დუჰაილში” 8 მილიონ ევროდ გაყიდა. მაშინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ობლაკი: “უცნაურია, რომ ფავორიტებად მივიჩნევით”

მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარემ, იან ობლაკმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლაიფციგთან” გასამართი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “ამის არავის სჯეროდა”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალსი “ატალანტასთან” გამარჯვების შემდეგ (2:1) სოციალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი: “წარმოუდგენელიც კი იყო, რომ ნახევარფინალში ვერ გავსულიყავით”

“პარი სენ-ჟერმენის” ლიდერმა, ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატალანტასთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი დაამყარა

12 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “პარი სენ-ჟერმენი” “ატალანტას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში...
წაკითხვა