დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 24 აგვისტო
რაფინიას “მილანში” სურს
Sky Sport Italia იუწყება, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელს, რაფინიას “მილანში” თამაში სურს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “როსონერი” 24 წლის მოთამაშესთან მოლაპარაკებებს მართავდა, თავად რაფინია კი “შავ-წითლების” წინადადებით კმაყოფილია.
“ბარსელონა” დი მარიაში 50 მილიონს გადაიხდის
ესპანური Sport-ის ცნობით, ანხელ დი მარია “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. კატალონიურმა კლუბმა “პარი სენ-ჟერმენთან” დეტალები უკვე შეათანხმა.
ვილიანი “ბარსელონაში”?
France Football-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონას” ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარმცველის, ვილიანის შეძენა სურს. ბრაზილიელი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ხშირად ხვდება, რითაც ის უკმაყოფილოა.
მესიმ “სიტისთან” მოლაპარაკებები დაიწყო?
ბრიტანული “სანის” ცნობით, ლიონელ მესის მამამ, ხორხე მესიმ “მანჩესტერ სიტისთან” მოლაპარაკებები დაიწყო. როგორც იცით, არგენტინელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგძლივებია.
“პარი სენ-ჟერმენმა” “ნაპოლის” პეპე რეინას თაობაზე მიმართა
“ნაპოლის” კიპერმა პეპე რეინამ კარიერა შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელოს.
“სქაი იტალიას” ცნობით, პარიზულმა კლუბმა ესპანელი მეკარის სანაცვლოდ “ნაპოლის” შვიდი მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით წელიწადში 3,5 მილიონ ევროს ჰპირდება.